თამარ გიგაშვილმა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო მიმართულებით განაგრძო.
ამჟამად ის გადის სარეზიდენტო პროგრამას გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით. პარალელურად, იკავებს უმცროსი ექიმის პოზიციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში. ასევე, არის ევექსი ჰოსპიტლების გადაუდებელი მედიცინის (ER) სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს სამდივნოს წევრი.