OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ზაზა უჯმაჯურიძე

თავმჯდომარე
ზაზა უჯმაჯურიძე
ზაზა უჯმაჯურიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა ონკოლოგიის მიმართულებით განაგრძო და მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი მოიპოვა. წამყვანი ონკოლოგი და სხივური თერაპევტი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენისა და ზელანდიის რეგიონის საუნივერსიტეტო კლინიკებში მოღვაწეობს.

ზაზა უჯმაჯურიძეს სიმსივნეების მკურნალობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. ის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სამედიცინო სიმპოზიუმის ორგანიზატორია. ონკოლოგიისა და სხივური თერაპიის მიმართულებით ის დანიის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი ასოციაციის წევრია. ასევე, გახლავთ ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის (GIMPHA) ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ზაზა უჯმაჯურიძე ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში ონკოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. ის კლინიკური ონკოლოგიისა და სხივური თერაპიის რეზიდენტურის პროგრამის უფროსის პოზიციასაც იკავებს. გარდა ამისა, ზაზა უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობს ონკოლოგია/
ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ქსელში.