OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ზაზა ქაცარავა

თავმჯდომარე
ზაზა ქაცარავა
ზაზა ქაცარავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და რეზიდენტურა ნევროლოგიის მიმართულებით გაიარა. ივანე ბერითაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში შეისწავლა ვირთაგვებში იშემიური ინსულტის პათოფიზიოლოგიის საკითხები და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ამის შემდეგ ის გერმანიის აკადემიური გაცვლის
სამსახურის (DAAD) სტიპენდიით გერმანიაში გაემგზავრა და ქალაქ ესენის უნივერსიტეტში ნევროლოგიის მიმართულებით რეზიდენტურა დაამთავრა. ზაზა ქაცარავა ამავე უნივერსიტეტში ნევროლოგიის განყოფილების უფროსი სპეციალისტის პოზიცია დაიკავა და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. პარალელურად, ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტში კლინიკური ეპიდემიოლოგიის მეცნიერებათა მასტერის ხარისხი მიიღო. ასევე, ბალიტომრის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სამედიცინო ხარისხის დაცვის კურსი და კიოლნის MIBEG-ის ინსტიტუტში სამედიცინო მენეჯმენტის პროგრამა გაიარა.

მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი, ზაზა ქაცარავა ამჟამად უნას ქრისტიანული ჰოსპიტლის ნევროლოგიის, გერიატრიისა და ნევროლოგიური და ნეიროქირურგიული ადრეული რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ასევე, გახლავთ ნევროლოგიის პროფესორი ესენის უნივერსიტეტში. მის სახელს უკავშირდება ორასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.

ზაზა ქაცარავა ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს თავის ტკივილის ასოციაციის საბჭოს წევრი და საქართველოს ნერვ-კუნთოვანი დაავადებებისა და ელექტრომიოგრაფიის ასოციაციის წევრია. ასევე, ის გახლავთ მოსკოვის ივ. სეჩენოვის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიისა (MSMU) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში ნევროლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. ასევე, თავმჯდომარეობას უწევს ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს.