ზაზა აწყვერელმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა კარდიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. თბილისის N2 საავადმყოფოს საფაკულტეტო თერაპიის კათედრაზე სწავლის დასრულების შემდგომ მან პროფესიული მოღვაწეობა ქუთაისში დაიწყო.
2011 წლამდე ის იმერეთის არაერთ ჰოსპიტალში მუშაობდა, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში გადავიდა, სადაც საკათეტერიზაციო ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიცია უკავია. ზაზა აწყვერელი ასევე გახლავთ ევექსის ქსელის კარდიოლოგია/
კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.