OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ხათუნა ბიბიჩაძე

წევრი
ხათუნა ბიბიჩაძე
ხათუნა ბიბიჩაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. სარეზიდენტო პროგრამა ჯერ ჰემატოლოგიის, შემდეგ კი რადიოლოგიისა და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით გაიარა. ფლობს კლინიკური ონკოლოგის, ტრანსფუზიოლოგის, რადიოლოგისა და ჰემატოლოგის სერტიფიკატებს. მან სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, გერმანია, ბელგია) გაიარა.

მისი სამუშაო გამოცდილება 2006 წლიდან ევექსის ჰოსპიტალურ ქსელში იწყება. ხათუნა ბიბიჩაძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ჰემატოლოგ- ტრანსფუზიოლოგის პოზიციას იკავებდა. კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში 2021 წლამდე საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა. 2021 წლიდან კი ამავე კლინიკის კლინიკური ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ასევე, გახლავთ სოლიდურ სიმსივნესა და ჰემატოლოგიურ მალიგნენესზე მომუშავე რეგიონალური განვითარების, რეკომენდაციებისა და მენეჯმენტის ჯგუფის წევრი. გარდა ამისა, ხათუნა ბიბიჩაძე ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრია.

ხათუნა ბიბიჩაძე აქტიურად მონაწილეობს კლინიკურ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.