თინათინ გიუაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა და სწავლა ევექსის სარეზიდენტო პროგრამაზე ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულებით განაგრძო.
ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს ის 2018 წლიდან, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმი-რეზიდენტის პოსტზე შემოუერთდა. დღეს თინათინ გიუაშვილი ამავე ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინისა და ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტებში უმცროსი ექიმის პოსტს იკავებს. ასევე, არის ქსელის პედიატრიული სამდივნოს წევრი.
თინათინ გიუაშვილი საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია GACNN-ის, ეპილეფსიის საწინააღმდეგო ლიგისა (GLAE) და საქართველოს რესპირატორული ასოციაციის (GRA) წევრია.