OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

თამარ ჯანელიძე

წევრი
თამარ ჯანელიძე
თამარ ჯანელიძემ ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ნევროლოგიური მიმართულებით ხარკოვის სამედიცინო აკადემიაში განაგრძო. მოგვიანებით კი ნევროლოგიური დაავადებების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო.

მან კვალიფიკაცია ევროპის ქვეყნებში (ნიდერლანდები, გერმანია, დანია, ჩეხეთი, ესპანეთი და ა.შ.) აიმაღლა, მათ შორის გაიარა პრაქტიკული სწავლება ინსულტის მართვის კუთხით გერმანიის ქალაქ უნას ევანგელისტურ კლინიკაში. 13-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ნევროლოგმა პროფესიული მოღვაწეობა ქალაქ ხარკოვში დაიწყო, სადაც სწავლის დასრულების შემდეგ 2 წლის განმავლობაში იმუშავა. მოგვიანებით ის ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს შეუერთდა და ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ნევროლოგისა და თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა.

ამჟამად თამარ ჯანელიძეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორისა და ჰოსპიტლის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი უჭირავს, სადაც სწორედ მისი ინიციატივით საქართველოში ინსულტის მართვის პირველი ცენტრი დაინერგა. გარდა ამისა, თამარ ჯანელიძე ევექსის ჰოსპიტალური ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში წევრიანდება.