OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

საბა კოპაძე

წევრი
საბა კოპაძე
საბა კოპაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით განაგრძო. მისი სამუშაო გამოცდილება სწავლის პარალელურად, უმცროსი ექიმისა და ექიმის ასისტენტის პოზიციებით იწყება. ევექსის სარეზიდენტო პროგრამის კურსდამთავრებული დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგის პოზიციაზე მუშაობს.

საბა კოპაძე აქტიურად იღებს მონაწილეობას ტრენინგებსა და სამეცნიერო სწავლებებში. აქვს კლინიკურ კვლევებში მონაწილეობის მიღების გამოცდილებაც. ასევე, ახალგაზრდა ექიმი აქტიურ დახმარებას უწევს ევექსის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს, სადაც ის სამდივნოს წევრებს შორის ერთიანდება.