OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ოთარ დიხამინჯია

ბორდის თავმჯდომარე
ოთარ დიხამინჯია
ოთარ დიხამინჯიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი სწავლება კლინიკური ტოქსიკოლოგიის განხრით განაგრძო. მოგვიანებით გაიარა ემორისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების ერთობლივი მინი-რეზიდენტურის კურსი გადაუდებელ მედიცინაში, რის შედეგადაც კლინიკურ ტოქსიკოლოგისა და ER-ში სახელმწიფო სერტიფიკატების მფლობელი გახდა.

ოთარ დიხამინჯიას სამუშაო გამოცდილება 2003 წლიდან იწყება. ევექსი ჰოსპიტლებს ის 2013 წლიდან შემოუერთდა და ქსელში შემავალ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში იმუშავა. 2018 წლიდან კი კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმი-ტოქსიკოლოგისა და გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოთარ დიხამინჯია ევექსის გადაუდებელი მედიცინის კლინიკური ბორდის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს.