OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ნიკოლოზ რთველიაშვილი

ბორდის წევრი
ნიკოლოზ რთველიაშვილი
ნიკოლოზ რთველიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი განათლება ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით მიიღო. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ანესთეზიოლოგიასა და კრიტიკულ მედიცინაში. ასევე, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სწავლება სხვადასხვა განხრით. მათ შორის, საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული კურსი გაიარა სეულის ეროვნულ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

2017 წლამდე ნიკოლოზ რთველიაშვილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ამჟამად ის ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებს და ამავე მიმართულებით ევექსის სარეზიდენტო პროგრამას ხელმძღვანელობს. ასევე, ის არის ქსელის ანესთეზიოლოგია-რეანომატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.

ნიკოლოზ რთველიაშვილმა 2004 წლიდან რეგიონული გაუტკივარების, მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვის მეთოდებზე დაიწყო მუშაობა. ამ მიმართულებით მას 8000-ზე მეტი წარმატებული პროცედურა აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, მის სახელს არაერთი პუბლიკაცია უკავშირდება. პერიოდულად, კითხულობს ლექციებსა და მოხსენებებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.