OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ლიკა ჯაჯანიძე

ბორდის წევრი
ლიკა ჯაჯანიძე

ლიკა ჯაჯანიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა. დიპლომისშემდგომი სწავლება ამავე უნივერსიტეტში ჯერ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, შემდეგ კი გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით განაგრძო.

მისი პროფესიული მოღვაწეობა 2011 წლიდან იწყება. მუშაობდა არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ექიმ-რეანიმატოლოგისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის პოზიციებზე. ევექსის ჰოსპიტალურ გუნდს ის 2020 წელს შემოუერთდა. ამჟამად დასაქმებულია ჰოსპიტლის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილებაში.

ლიკა ჯაჯანიძე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებსა და ტრენინგებში. ასევე, არის 2 კლინიკური კვლევის თანაავტორი.