OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ლევან ქარაზანიშვილი

წევრი
ლევან ქარაზანიშვილი
ლევან ქარაზანიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრში განაგრძო. ამავე ჰოსპიტალში დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობაც. მოგვიანებით ლევან ქარაზანიშვილი იტალიაში გადავიდა და ტურინის უნივერსიტეტში ქირურგიული მიმართულებით გააგრძელა სწავლება.

სწავლის დასრულების შემდეგ ლევან ქარაზანიშვილი იტალიის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. ის გახლდათ მინი-ინვაზიური კარდიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კლინიკა San Gaudenzio Novara-ში. ასევე, 2011 წლიდან არის მოწვეული სპეციალისტი რუმინეთში.

ლევან ქარაზანიშვილი ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2018 წლიდან შეუერთდა. ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში მას კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია უჭირავს. ასევე, ერთიანდება ქსელის კარდიოლოგია/კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში.