ლაშა გრიგოლიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი სწავლა გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით განაგრძო და შესაბამისი სერტიფიკატი მოიპოვა.
მისი პროფესიული მოღვაწეობა 2005 წლიდან იწყება. ის სასწრაფო დახმარების ექიმის, გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმისა და თერაპევტის პოზიციებზე მუშაობდა. დღეს კი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში უფროსი ექიმის პოსტს იკავებს. ასევე, ამავე მიმართულებით აქტიურად იღებს მონაწილეობას ევექსის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში. პერიოდულად,მონაწილეობს ტრენინგებსა და კონფერენციებში.