OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ივანე კილაძე

ექსპერტთა საბჭოს წევრი
ივანე კილაძე
ივანე კილაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. დიპლომისშემდგომი განათლება ონკოლოგიაში პეტროვის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მიიღო, რის შემდეგაც მუშაობდა ამავე ინსტიტუტში კლინიკურ ონკოლოგად. სტაჟირება სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ონკოლოგიურ დაწესებულებებში (თურქეთი, გერმანია, ისრაელი, შვეიცარია) გაიარა.

ივანე კილაძე ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) აქტიური წევრი და საქართველოს კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის საბჭოს წარმომადგენელია. მომხსენებლის სტატუსით ის მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა თუ კონგრესებში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

ივანე კილაძე ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2020 წლიდან შემოუერთდა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს და აქტიურად არის ჩართული ქსელის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს საქმიანობაში.