OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

იაგო ცერცვაძე

წევრი
იაგო ცერცვაძე
იაგო ცერცვაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და რეზიდენტურა პირველ ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ნეიროქირურგიის მიმართულებით გაიარა. მოგვიანებით მან კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ხორვატიაში, იტალიასა და შვეიცარიაში აიმაღლა, სადაც თანამედროვე ენდოვასკულურ ტექნიკას, ინტერვენციულ ნეირორადიოლოგიას, ხერხემლის ქირურგიას, ანევრიზმის ენდოვასკულურ მკურნალობასა თუ სხვა არაერთ სპეციალიზაციას დაეუფლაა. გარდა ამისა, იაგო ცერცვაძე სწავლის პარალელურად თურქეთის ქალაქ სამსუნის საუნივერსიტეტო კლინიკის ნერვოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა.

საქართველოში მისი პროფესიული მოღვაწეობა მან 2007 წლიდან დაიწყო. იაგო ცერცვაძემ 2013 წლამდე სხვადასხვა კლინიკაში არაერთ პოზიციაზე იმუშავა. 2013 წლიდან ის ევექსის ჰოსპიტალური ქსელის გუნდის წევრი გახდა. ამჟამად იაგო ცერცვაძე დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ნეიროქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ასევე, არის ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი.

გარდა ამისა, იაგო ცერცვაძე პედიატრიული ნეიროქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროპის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი გახლავთ.