OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ეთერ ნათელაური

ბორდის წევრი
ეთერ ნათელაური
ეთერ ნათელაურმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა. სარეზიდენტო პროგრამა ჯერ რადიოლოგიის, შემდეგ კი რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით გაიარა. მან კვალიფიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან სამედიცინო ცენტრებში (Northwestern Memorial Hospital; New York University; Freeport Memorial Hospital; Mayo Clinic) აიმაღლა.

მისი პროფესიული მოღვაწეობა ევექსის ჰოსპიტალური ქსელიდან იწყება. ეთერ ნათელაური 2015 წლიდან კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში რადიოლოგისა და რადიაციული ონკოლოგის პოზიციებზე მუშაობდა. ამჟამად ის ამავე ცენტრის სამედიცინო დირექტორი და რადიაციული ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია. ასევე, გახლავთ ქსელის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.

ეთერ ნათელაური საქართველოს რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელია. რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით ის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი ასოციაციის ( ESR, ESTRO, ASTRO, EORTC ROG, ESMO, ACRO) წევრიც გახლავთ. ასევე, არის მოწვეული სპეციალისტი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და FCCS სერტიფიცირებული ტრენერი ევექსის ქსელის ტრენინგ-ცენტრში. 3 საერთაშორისო გრანტის (ESTRO Solidarity Fond Grant; CFF Fellowship Educational Grant; ESTRO TTG grant) მფლობელი ახალგაზრდა ექიმი აქტიურად მონაწილეობს კლინიკურ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. მის სახელს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი უკავშირდება.