OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ედიშერ მაღალაშვილი

წევრი
ედიშერ მაღალაშვილი
ედიშერ მაღალაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. ორდინატურასა და ასპირანტურაზე სწავლა მან ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში გააგრძელა და სამსახურეობრივი მოღვაწეობაც სწორედ აქ დაიწყო. კვალიფიკაცია დასავლეთის ქვეყნებში, მათ შორის იტალიასა და ესპანეთში აიმაღლა. მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი კი 2009 წელს მიიღო.

ედიშერ მაღალაშვილი საქართველოს ახალგაზრდა ნეიროქირურგების ასოციაციის დამფუძნებელია. მის სახელს უკავშირდება 12 სამეცნიერო ნაშრომი ნეიროქირურგიის მიმართულებით. ის ევექსი ჰოსპიტლების გუნდს 2018 წლიდან შემოუერთდა. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში აღნიშნულ მიმართულებას ხელმძღვანელობს, კავკასიის მედიცინის ცენტრში კი ექიმი-ნეიროქირურგის პოზიცია უკავია. გარდა ამისა, ედიშერ მაღალაშვილი ქსელის ნევროლოგია/ნეიროქირურგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრია.