OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ბაქარ კუჭავა

ბორდის წევრი
ბაქარ კუჭავა
ბაქარ კუჭავამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით გაიარა აშშ-ის ემორის უნივერსიტეტის, აკად. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და თსსუ-ს გადაუდებელი მედიცინის სპეციალობის ერთობლივი პროგრამის სრული კურსი. ფლობს შესაბამის სერტიფიკატებს შინაგანი სნეულების, ანესთეზიოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მიმართულებებით. მისი პროფესიული მოღვაწეობა 1988 წლიდან იწყება. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2011 წლიდან შემოუერთდა. დღეს ბაქარ კუჭავა ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელია. ასევე, გახლავთ ევექსის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი ამავე მიმართულებით. ბაქარ კუჭავა აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებსა და ტრენინგებში. 2013 წელს მას ღირსების ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა.