OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ანა ბოქოლიშვილი

ბორდის წევრი
ანა ბოქოლიშვილი

ანა ბოქოლიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და რეზიდენტურა კრიტიკული მედიცინის მიმართულებით გააგრძელა. სწავლის შემდგომ სახელმწიფო სერტიფიკატები არაერთი განხრით მიიღო და, პარალელურად, ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედ ცენტრალურ კლინიკაში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით კი კვალიფიკაცია სხვადასხვა უნივერსიტეტში ჯანდაცვის, ჰოსპიტალური მენეჯმენტისა თუ ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის მიმართულებებით აიმაღლა.

ანა ბოქოლიშვილმა პროფესიული მოღვაწეობა 2001 წლიდან დაიწყო. მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ექიმი ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს 2020 წლიდან შეუერთდა. ის ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. ასევე, გახლავთ კრიტიკული მედიცინის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრი ქსელში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ანა ბოქოლიშვილისსახელს უკავშირდება ოცამდე პუბლიკაცია სხვადასხვა სამედიცინო საკითხზე.