OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ალექსი ვაჩაძე

წევრი
ალექსი ვაჩაძე
ალექსი ვაჩაძემ უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“ დაამთავრა და სწავლა რეანიმატოლოგიის მიმართულებით განაგრძო. რეზიდენტურა მან ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დარგში, ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკაში (ისრაელი) გაიარა. ამავე ჰოსპიტალში აიმაღლა კვალიფიკაციაც სწავლის დასრულების შემდგომ და სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა.

ალექსი ვაჩაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას. ის მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში, რის შემდეგაც ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის ლაურეატი გახდა. მის სახელს უკავშირდება არაერთი სამედიცინო კვლევა და ნაშრომი. არის საქართველოს, ევროპისა და აშშ-ის დარგობრივი ასოციაციების წევრი.

ალექსი ვაჩაძე ევექსი ჰოსპიტლების გუნდს 2021 წლიდან შემოუერთდა. დღეს ის "ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს და არის ამავე განხრის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს აქტიური წევრი.