OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

უიმედო მდგომარეობა და უგონოდ მყოფი 76 წლის პაციენტი, რომლის გადარჩენაც კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმებმა შეძლეს

05 აპრილი 2022
უიმედო მდგომარეობა და უგონოდ მყოფი 76 წლის პაციენტი, რომლის გადარჩენაც კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმებმა შეძლეს
ასე ჰგონია, სხვის თავგადასავალს ჰყვება... 18 დღე უგონო მდგომარეობაში იყო და თავად ვერც კი იგრძნო ის მწვავე პერიოდი, რომელსაც ექიმების შემართებითა და პროფესიონალიზმით დააღწია თავი.

ნელი ჯაფარიძე 76 წლის ქალბატონია, რომელსაც ენდოკრინოლოგებმა პირველადი ჰიპერპარათირეოზის დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად, ეჭვი პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომაზე იქნა მიტანილი, თუმცა გამოკვლევებით დიაგნოზი არ დასტურდებოდა და ოპერაციულ მკურნალობაზე ყველა ექიმი უარს ამბობდა. ამასობაში, პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად მძიმდებოდა: მას თანმიმდევრობით განუვითარდა ძლიერი სისუსტე, ძილიანობა, შეეზღუდა დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, გამოიკვეთა მწვავე ნევროლოგიური სიმპტომები და ვითარება უგონო მდგომარეობაში ჩავარდნამდე მივიდა.

თითქმის არავის სჯეროდა, რომ მდგომარეობის ასეთი დამძიმება პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომით განპირობებული ჰიპერკალცემიით იყო გამოწვეული.... პაციენტის ოჯახის წევრები არ დანებდნენ და ექიმის რეკომენდაციით ონკოქირურგ თეა პაპიძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემების საფუძველზე პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომის დიაგნოზი დაადასტურა და პაციენტის საოპერაციოდ მომზადება კავკასიის მედიცინის ცენტრის მულტიდისციპლინურ სპეციალისტთა გუნდთან ერთად დაიწყო.

„ქალბატონი ნელი ჰოსპიტალში ცნობიერება-დათრგუნულ მდგომარეობაში შემოვიყვანეთ. მისი ზოგადი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. დაგვჭირდა ნევროლოგისა და ენდოკრინოლოგის ჩართულობა. მკურნალობა მულტიდისციპლინურ მიდგომას საჭიროებდა.... ჩვენმა ენდოკრინოლოგმა, ნინო თედორაძემ პაციენტის დასტაბილურებაზე აიღო პასუხისმგებლობა და ძალიან დაგვეხმარა, მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ქირურგიული პროცესისთვის მოგვემზადებინა,“ - იხსენებს ონკოქირურგი, თეა პაპიძე.

საბოლოოდ, 76 წლის პაციენტს პარათირეოიდული ჯირკვლის ადენომის ამოკვეთა წარმატებით ჩაუტარდა - ქალბატონი ნელი ჯაფარიძე დღეს თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურსს გადის. როგორც თავად ყვება, კიდევ ერთი შანსი ყველას არ ეძლევა და ბედნიერია, რომ ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა.

სხვა ბლოგები

გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 თებერვალი 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.