OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

შუახნის ქალმა ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება ოპერაციითა და ქიმიოთერაპიით შეძლო

08 ივლისი 2022
შუახნის ქალმა ავთვისებიანი სიმსივნის დამარცხება ოპერაციითა და ქიმიოთერაპიით შეძლო

ჯერ მადა დაკარგა, იგრძნო ძლიერი სისუსტე. შემდეგ კვების გაძნელების პრობლემა გაუჩნდა, მუცელმა ზომაში მოიმატა და შებერილობის დისკომფორტიც შეექმნა. ნაირა ტაბატაძე კავკასიის მედიცინის ცენტრში შეშინებული მივიდა. სურდა, მისი შიში ექიმებს  გაექარწყლებინათ. მცირე მენჯის ღრუს და მუცლის ღრუს მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ საკვერცხეების ბილატერალური წარმონაქმნი გამოავლინა, რომელიც ბადექონსა და პერიტონეუმის ქსოვილზეც იყო გავრცელებული. გამოკვლევებმა დაადასტურა ასციტის არსებობაც, რაც პერიტონეუმის ღრუში სითხის პათოლოგიურ დაგროვებას გულისხმობს. სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიით დიაგნოზი შეფასდა, როგორც საკვერცხის მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის მქონე სეროზულ-პაპილური კარცინომა, მეტასტაზური იმპლანტებითბადექონსა და პერიტონეუმის ქსოვილში.

დაავადების გავრცელების მასშტაბის ფონზე, ონკოლოგმა ლიკა კაცელაშვილმა კონსილიუმთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩაეტარებინა, რადგან იმ ეტაპზე ოპერაციული მკურნალობა შეუძლებელი იყო. მკურნალობის შედეგად პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რის შემდეგაც ოპერაცია დაიგეგმა. ონკოქირურგმა, არჩილ შარაშენიძემ განახორციელა რადიკალურიჰისტერექტომია დანამატებით და ომენტექტომიით, რაც სიმსივნის სრულად ამოღებას გულისხმობს.

ნაირა ტაბატაძე დღეს თავს კარგად გრძნობს და პროფილაქტიკური მკურნალობის ქვეშ რჩება. რაც მთავარია, ექიმებმა მისცეს იმედი და ის ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს.

სხვა ბლოგები

კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
სიელმისა და რეფრაქციული მანკების თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში
10 თებერვალი 2023
სიელმე, ანუ თვალის მამოძრავებელი კუნთოვანი სისტემის ბალანსის დარღვევა, ძირითადად რეფრაქციულ მანკებთან ( ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი ) კომბინაციაში, მოსახლეობაში ხშირად გავრცელებული პრობლემაა.
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
ეპილეფსიის ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
08 ნოემბერი 2022
ეპილეფსია საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა ამოუცნობ მოვლენად და მას, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს, მათ შორის დემონების დაავადებას უწოდებდნენ. განვითარების ეტაპებმა კაცობრიობის დაბნეულობას საბოლოოდ მოჰფინა ნათელი და დაადასტურა, რომ ეპილეფსია თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური პათოლოგიაა, რომელიც ნებისმიერი სქესის, ასაკისა და რასის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.