OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას?

02 სექტემბერი 2019
როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას?

როგორ გავუფრთხილდეთ მხედველობას? 

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ ცისფერი ეკრანების, პერსონალური კომპიუტერებისა თუ სმარტფონების წინ. ასეთ დროს, ზოგჯერ, სრულიად მოულოდნელად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ის, რასაც ასე გულმოდგინედ ჩავცქერით, ჩვენ თვალწინ ჯერ ოდნავ ბაცდება, იმღვრევა, თვალსაც აგვიწყლიანებს და ნელ-ნელა გამოსახულების სრულყოფილი აღქმის უნარს ვკარგავთ. 

ასე შემოდის ჩვენს ცხოვრებაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთან გამკლავებაც თანამედროვე ოფთალმოლოგიის საქმეა. ზოგადად, ოფთალმოლოგია მხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის და თვალის დაავადებების პრევენციასა და შემდგომ მკურნალობაში გვეხმარება. 

თუ მართლაც ბევრ დროს ატარებთ ტელევიზორის წინ, ღამეებს ათევთ კომპიუტერთან მუშაობისას ან ისე გიყვართ წიგნების კითხვა, რომ ტრანსპორტით მგზავრობისასაც არ კარგავთ დროს, სასურველია, გარკვეული პერიოდულობით მიაკითხოთ ოფთალმოლოგს კონსულტაციისთვის. თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა ანთებით და ალერგიულ პროცესებსაც გამოავლენს და მხედველობის უეცარი დაკარგვის საშიშროებასაც აგვარიდებს თავიდან. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ეტაპზე მხედველობის რაიმე პრობლემას არ უჩივით, თვალიც ძველებურად გიჭრით და ნაწერს და გამოსახულებასაც მშვენივრად არჩევთ, ოპტიკური სათვალის ტარება პრევენციის მიზნით მაინც არ გაწყენდათ. 

როგორ შევარჩიოთ სათვალე სწორად? 

სათვალის შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მათთვის, ვისაც სურს ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდეს და ვიზუალურადაც უნაკლოდ გამოიყურებოდეს. იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით სათვალის ყიდვა თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულშია შესაძლებელი, ორმაგად გმართებთ დაფიქრება იმაზე, თქვენთვის ფასი უფრო მნიშვნელოვანია თუ ხარისხი? 

ასე, მაგალითად, ზეპირად შერჩეული, მასობრივი წარმოების ოპტიკური სათვალე, შესაძლოა, არაფერში გამოგადგეთ, თუ ოფთალმოლოგის კონსულტაციას არ გაივლით. ასეთი სათვალეები, როგორც წესი, სტანდარტულნომრიანია და დიდი ხარისხითაც არ დაიკვეხნის. 
თქვენ კი, შესაძლოა, ორივე თვალში განსხვავებული მდგომარება გქონდეთ და ერთი თვალის “ნომერი” კი დაემთხვეს, მაგრამ მეორე იყოს სრულიად აცდენილი. ოფთალმოლოგიური გამოკვლევით კი ორივე თვალის ზუსტი მდგომარეობა ვლინდება და ასე არა მხოლოდ სწორნომრიან სათვალეს შეიძენთ, არამედ სათვალის ჩარჩოსაც თქვენსავე გემოვნებით შეარჩევთ. 

სათვალის არჩევისას, თქვენი სახის მოყვანილობაც უნდა გაითვალისწინოთ. შესაძლოა ის, რაც ვიზუალურად მოგწონთ, თქვენი სახის ფორმას, ნაკვთებსა და ზოგად იერს სულაც არ მოუხდეს. გარდა ამისა, თუ ამ საქმის პროფესიონალებს დავუჯერებთ, სწორად შერჩეული სათვალის ტარებისას მხედველობის დარღვევასთან დაკავშირებული ჩვენებები, როგორიცაა, მაგალითად, თავის ტკივილი, შუბლის არეში სიმძიმის შეგრძნება, ცრემლდენა თუ თვალების წვაც უმალ ქრება. 

როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი მზერა უსათვალოდ? 

სანამ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვექმნება და სათვალის შერჩევაზე მიდგება საქმე, თავადაც შეგვიძლია შევებრძოლოთ მხედველობის შესაძლო დაქვეითებას. ამისათვის, განა ბევრი რამაა საჭირო. როგორც ერთ ძველ გამონათქვამშია ნათქვამი - ჯანსაღ სხეულში ხომ ჯანსაღი სულია. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ის, თუ რითი ვიკვებებით, ბევრწილად აისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ შორის, ჯანსაღ მზერაზეც. 

აქვე გთავაზობთ იმ პროდუქტების მოკლე ჩამონათვალს, რაც მხედველობასაც გაგიუმჯობესებთ და მათში შემავალი ვიტამინების წყალობით, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ, ესენია: 

  • თევზეული;
  • სტაფილო;
  • მოცვი და შავი მოცხარი;
  • თხილეული;
  • გოგრა;
  • ისპანახი და ბროკოლი:
  • ხახვი და ნიორი.

იმ შემთხვევაში, თუ, აქ ჩამოთვლილი პროდუქტიდან არცერთი გეხატებათ დიდად გულზე, ნუ დაღონდებით. შეგიძლიათ, შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციით ვიტამინების ის კომპლექტი მიიღოთ, რაც ჯანსაღი მზერის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ, ინფექციური დაავადებებისგანაც დაგიცავთ და თქვენს საყვარელ საქმიანობასაც მშვიდად და მხნედ გააგრძელებთ. 

თუმცა, გახსოვდეთ, ცხოვრება მშვენიერია - სათვალითაც თუ უსათვალოდ!

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.