OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

რა უნდა იცოდეთ ცოფის შესახებ - რაბიოლოგიური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

08 ოქტომბერი 2020
რა უნდა იცოდეთ ცოფის შესახებ - რაბიოლოგიური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში
ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებას იწვევს. ვირუსი გადამდები დაინფიცირებულ ცხოველთან კონტაქტის (კბენის, გაკაწვრის ან დადობვლის შემთხვევაში) შედეგად ხდება. ცოფი ორგანიზმის პერიფერიული ნევრული ბოჭკოებიდან ზურგის ტვინსა და თავის ტვინს გადაეცემა, შემდეგ კი ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით პერიფერიულ ნერვსა და სხეულის სხვა ნაწილებს მოიცავს. მისგან თავის არიდების ერთადერთი გზა პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაა, რაც ანტირაბიულ (ცოფის საწინააღმდეგო) აცრას ითვალისწინებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრის რაბიოლოგიური სამსახური პაციენტებს 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს. ჰოსპიტალში ხორციელდება როგორც ცოფისა და ტეტანუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, ასევე - ჭრილობის დამუშავება და მოვლა. გამოცდილი ქირურგებითა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი მზად არის, პაციენტებს ამბულატორიული გადაუდებელი დახმარება 24/7-ზე გაუწიოს. გეგმიური რევაქცინაციის შემთხვევაში კი ხორციელდება წინასწარ ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ ყოველი დაგვიანებული საათი აუარესებს გამოსავალს და ზრდის დაავადების განვითარების რისკს. დროული ვაქცინაცია სიცოცხლის ერთადერთი გამოსავალია.

სხვა ბლოგები

არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.