OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ონკოპაციენტი აფხაზეთიდან, რომელმაც ძუძუს ავთვისებიანი კიბოსგან გათავისუფლება შეძლო

12 ოქტომბერი 2022
 ონკოპაციენტი აფხაზეთიდან, რომელმაც ძუძუს ავთვისებიანი კიბოსგან გათავისუფლება შეძლო
ლიკა მარღანია აფხაზეთიდან სამკურნალოდ თბილისში ჩამოვიდა. 35 წლის ქალის ისტორია 4 წლის წინ, მარცხენა მკერდის არეში წანაზარდის აღმოჩენით დაიწყო და თითქმის 3 წლის განმავლობაში დიაგნოსტიკური პროცედურებით შემოიფარგლებოდა. ყვება, რომ საავადმყოფოში ყოველ ჯერზე მისულს, ექიმები უკან აბრუნებდნენ სიტყვებით, რომ საშიში არაფერი იყო და საჭირო გახლდათ მხოლოდ პერიოდული მონიტორინგი.

მოგვიანებით წანაზარდი ზომაში გაიზარდა და ორივე ძუძუს არეში გაჩნდა. ახალგაზრდა ქალი ახლობლის რეკომენდაციით თბილისში ჩამოვიდა და კავკასიის მედიცინის ცენტრს ეწვია. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტში მას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, მათ შორის განხორციელდა როგორც ორივე ძუძუს ბიოფსია, ასევე - მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა, რამაც სიმსივნის გენეტიკური განწყობა დაადასტურა.

„ავთვისებიანი სიმსივნე მესამე სტადიის იყო და აგრესიულად ვითარდებოდა. საჭირო გახლდათ სასწრაფო ჩარევა და პაციენტის მომზადება ხანგრძლივი და კომპლექსური მკურნალობისთვის. კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის მულტიდისციპლინურმა გუნდმა, საწყის ეტაპზე, ქიმიოთერაპიის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ჩატარდა სულ 8 კურსი, რის შედეგადაც სიმსივნური წარმონაქმნები ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა. შემდეგ დაიგეგმა ოპერაცია - ორივე ძუძუს მასტექტომია და რეკონსტრუქცია, რაც ონკომამოლოგმა და ქირურგმა, გიორგი კეჭყემაძემ წარმატებით განახორციელა, - იხსენებს ლიკას მკურნალი ექიმი, კლინიკური ონკოლოგი ივანე კილაძე.

ლიკა მარღანია ამჟამად ჰორმონოთერაპიის კურსს გადის და თავს ჯანმრთელად გრძნობს. მისი სიცოცხლის ხარისხი შენარჩუნებულია ისევე, როგორც აღმოფხვრილია ყველა შესაძლო სახის ვიზუალური დისკომფორტი. 35 წლის ქალი დღეს თავს სრულფასოვნად გრძნობს და ამბობს, რომ სიმსივნის მკურნალობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა განწყობას აქვს.

სხვა ბლოგები

არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
იხილეთ მეტი
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 მარტი 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.