OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

მყესის დაჭიმულობის მკურნალობა

29 იანვარი 2020
მყესის დაჭიმულობის მკურნალობა
მყესის დაჭიმულობის მკურნალობა ორთოპედიული მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. სხვა ბევრი დაავადებისგან განსხვავებით, მყესის დაჭიმულობას არ ახასიათებს დაავადების გამწვავების პიკური სეზონი. ადამიანები კუნთოვანი სისტემის დაზიანების გამო მიმართავენ ექიმებს მთელი წლის განმავლობაში. იქნება ეს გაზახული-ზაფხულის სეზონი, როდესაც ადამიანები იწყებენ ფიზიკურ შრომას და კავდებიან სპორტით: გადიან ბუნებაში, დარბიან და მიემგზავრებიან აგარაკებზე, თუ შემოდგომა-ზამთარი, როდესაც იწყება სკოლა და სპორტული სასწავლებლები, დიდები და ბავშვები სრიალებენ სნოუბორდით, თხილამურებითა და ციგურებით. ხნიერ ადამიანებში კი, მყესის დაჭიმვა ხდება ყველაზე ყოფითი სიტუაციების დროს: სახლში, ბაღში ან ეზოში.

პატარა ტრავმები და თანმხლები მყესის დაჭიმვა პაციენტებს უქმნის დიდ დისკომფორტს: ტკივილი, დისკომფორტი როგორც მოძრაობისას, ასევე უმოძრაობის დროს. მრავალი პაციენტი ატყუვდება გაუმჯობესების ილუზიით, რაც ხშირად ახასიათებს მყესის დაჭიმულობას. თუმცა , როდესაც ავადმყოფი იწყებს სიარულს - ტრავმა ისევ თავს ახსენებს, ამჯერად უკვე გაძლიერებული ტკივილით.


მყესის დაჭიმულობის სიმპტომები

ძალიან ხშირად, მყესის დაჭიმულობის დროს პაციენტები დროულად არ იწყებენ მკურნალობას, რადგან თავიანთ ტრავმებს უბრალო მარტივ ნატკენებად მიიჩნევენ. ისინი აგრძელებენ მოძრაობასა და ცხოვრობენ ჩვეული რიტმში, რითაც მხოლოდ აუარესებენ საკუთარ მდგომარეობას. დაჭიმული მყესი, რომელსაც პაციენტი სათანადოდ არ მკურნალობს, მოუტანს მას არა მარტო დამატებით დისკომფორტს და ტკივილს, არამედ შესაძლებელია გაწყდეს და პაციენტმა დაკარგოს გადაადგილების უნარი. მყესის დაჭიმულობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • სახსრის ტკივილი მოძრაობის დროს, რომელიც საგრძნობალდ ძლიერდება სახსარის იმ მიმართულებით მოტრიალების მცდელობისას, რა მიმართულებითაც იგი დაიჭიმა ტრავმის დროს;
  • ფეხის მყესის დაჭიმულობის დროს - ტკივილი ფეხის დადგმის დროს, ზოგჯერ (იშვითად) ფეხის დადგმა საერთო შეუძლებელია;
  • სახსრების შეშუპება და თანდათან შეშუპების მატება, შეშუპება ხანდახან საკმაოდ დიდია;
  • მთელ რიგ შემთხვევებში - ჰემატომა (ჩალურჯება), ტრავმული უბნის სიწითლე და ტემპერატურის მატება; ჰემატომა ჩნდება მეორე დღეს, ტრავმული უბნის ოდნავ ქვემოთ;
  • თანდათანობით შეშუპება მხოლოდ გაძლიერდება. საშუალო ხარისხის ტრავმის დროს , თავს იჩენს სახსარის მოძრაობის უნარის საგრძნობი შეზღუდვა; მყესის სრულად გაწყვეტის შემთხვევაში კი პირიქით - სახსარი ხდება ზედმეტად მოძრავი და არა სტაბილური, რაც შესამჩნევი ხდება შეშუპების გაქრობის შემდეგ;
  • საშუალო და ძლიერი ტრავმის დროს, შესაძლებელია პაციენტმა გაიგოს მყესის ბოჩკოვანი ქსოვილის გახლეჩვის ხმა;

პირველადი დახმარება მყესის დაჭიმვის დროს 

მანამ, სანამ ექიმი ჩაატარებს მკურნალობას, პაციენტს, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავისითაც შეუძლია გარკვეული მოქმედებების ჩატარება.

  • ტრავმის ადგილის მსუბუქად გადახვევა. სახვევმა კარგად უნდა დააფიქსიროს სახსარი თავის ნორმალურ მდგომარეობაში, მაგრამ ამასთანავე ხელი არ შეუშალოს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას;
  • სხეულის დაზიანებული ნაწილის უმოძრაობის უზრუნველყოფა. ტრავმის შემდგომ პირველი საათებისა და დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი პირობაა ტრავმირებული კიდურის უმოძრაობა. მხარის/ხელის დაზიანების შემთხვევაში, ეცადეთ არაფერი არ ასწიოთ და ზოგადად არ ამოძრაოთ კიდური. თუკი მიიღეთ მუხლის ან ტერფის ტრავმა, არავითარ შემთხვევაში არ იაროთ და დატვირთოთ ტრავმირებული ფეხი;
  • დადეთ ტრავმირებული კიდური შემაღლებულ ადგილას. ძირითად, ეს ეხება იმ შემთხვევას, თუ ტრავმირებულია ფეხი. ასე მოქცევით, შესაძლებელია თავიდან აიცილოთ ჰემატომების წარმოქმნა და შეგიმსუბუქდეთ ფეხის ტკიბილი;
  • დაჭიმულობის ადგილას, 15-20 წუთის განმავლობაში დაიდეთ ნაჭერში გახვეული ყინული. გაიმეორეთ ეს ყოველ 3-4 საათში ერთხელ. ეს ხელს შეუშლის ჰემატომების წარმოქმნას და შეგიმსუბუქებთ ტკივილს.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს პირველადი დახმარების აუცილებელ პირობებს მყესის დაჭიმულობის დროს.


მყესის დაჭიმულობის ტიპები

ყველაზე ხშირად პაციენტები სამედიცინო დახმარებისათვის მიმართავენ მყესის დაჭიმულობის შემდეგი შემდეგი შემთხვევების გამო:

  • ტერფის მყესის დაჭიმულობა. ეს ხშირად ხდება ფეხის გადაბრუნების გამო. ხასიათდება ტკივილით, შეშუპებით. ტერფის მყესის დაჭიმულობის დროს შეუძლებელია ფეხის დადგმა;
  • მუხლის მყესის დაჭიმულობა. დაჭიმულობის ეს ტიპი, როგორც წესი, ცუდად დავარდნის შედეგია. ხასიათდება მწვავე, ტკივილით, მუხლი მნიშვნელოვნად შუპდება;
  • ზურგის მყესის დაჭიმულობა. ჩნდება მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, სპორტის ან სიმძიმეების აწევის დროს. ხასიათდება მწვავე, პულსაციური ტკივილით. პაციენტს უჭირს დგომა და ჯდომა, შვებას გრძნობს მხოლოდ წოლით მდგომარეობაში;
  • ხელის მტევნის მყესის დაჭიმულობა. დაჭიმულობის ეს ტიპი მტევნის დიდი დატვირთვის ან ცუდად დაცემის შედეგია;
  • იდაყვის მყესის დაჭიმულობა. ტრავმის ამ სახეობიას ხშირად განიცდიან სპორცტსმენები და მძიმე წონითი კატეგორიის ათლეტები. აღნიშნული დაჭიმულობა ჩნდება როგორც სიმძიმის აწევის, ისე ხელის და იდაყვის მკვეთრი მოძრაობების შედეგად;
  • მხრის მყესის დაჭიმულობა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა დატვირთვამ ან ხელის მკვეთრმა აქნევამ. დაჭიმულობა შესაძლოა გაძლიერდეს, თუ პაციენტს ხელში რაიმე მძიმე ეჭირა: ტვირთი ან სპორტული ტანსაცმელი.

მყესის დაჭიმულობის მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში

კავკასიასში ორთოპედიული პაციენტების მკურნალობაში ერთ-ერთი ლიდერია კავკასიის მედიცინის ცენტრი. ცენტრში მკურნალობენ მყესის დაჭიმულობას და პაციენტს სთავაზობენ შემდეგ მომსახურებებს:

  • სხვადასხვა სირთულის ორთოპედიული ტრავმების დიაგნოსტიკა, ყველაზე თანამედროვე დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით. მყესის დაჭიმულობის ან გაწყვეტის ეჭვის შემთხვევაში, ჩვენი ექიმები ჩაატარებენ საფუძლიან გამოკვლევას, რათა გამორიცხონ გართულებები და დანიშნავენ შესაბამის მკურნალობას;
  • სტაციონარული მკურნალობა. ჩვენს კლინიკაში თითოეული პაციენტისთვის შეირჩევა ოპტიმალური მკურნალობის მეთოდი. სტაციონარული მკურნალბის დროს, პაციენტების გამოჯანმრთელება მიმდინარეობს გაცილებით სწრაფად, იმდენად, რამდენადაც მათზე ხორციელდება პროფესიონალური, მუდმივი სამედიცინო ზრუნვა;
  • ამბულატორიული მკურნალობა. იმ პაციენტებისათვის, რომელთა მკურნალობაც შესაძლებელია ამბულატორიულად, ჩვენი ექიმები შეადგენენ შესაბამის მკურნალობის გეგმას და დანიშნავენ შესაბამის მედიკამენტურ მკურნალობას. ამბულატორიული მკურნალობის დროს, ორთოპედიული პაციენტებისათვის ინდივიდუალურად გაიწერება მათზე მორგებული დატვირთვის რეჟიმი. მკურნალობის შედეგებს მეთვალყურეობას გაუწევს გამოყოფილი ექიმი-ორთოპედი.
  • კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგები მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები არიან და ფლობენ უახლეს მეთოდებს მძიმე და საშუალო სიმძიმის ტრავმების მკურნალობაში.

მკურნალობა კინეზიოლოგიური მეთოდით

კინეზიოლოგიურ მკურნალობას ეძახიან მყესის დაჭიმულობის მკურნალობის ისეთ მეთოდს, რომლის დროსაც დაჭიმულ მყესზე ხდება სპეციალური, წებოვანი, კინეზიოლოგიური ფირფიტის დადება. ხარისხიანი ფირფიტა დამზადებულია სპეციალური ელასტიკური სამედიცინო ქსოვილისგან და იწელება მხოლოდ ერთი მიმართულებით. დაზიანებულ უბანზე ფირფიტის დადებით, ის თითქოს წევს კანსა და კანქვეშა ცხიმს ტრავმირებულ ადგილთან ერთად. საინტერესოა, რა ემართება ამ დროს ფირფიტის ქვეშ მდებარე ტრავმირებულ უბანს?

  • დაწეპებული ფირფიტა, ჭიმავს კანს და ტრავმირებულ ადგილას მდებარე კუნთები დუნდება;
  • ქრება ტკივილი და პაციენტი გრძნობს შვებას;
  • დაწეპებული კინეზიოლოგიური ფირფიტა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თავის მხრივ ხელს უშლის შეშუუპებას და ჰემატომების წარმოქმნას;
  • შეხორცების პროცესი ამგვარ მდგომარეობაში წარიმართება გაცილებით სწრაფად;
  • პაციენტი, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდება ტკივილი, შეძლებს დაუბრუნდეს ნაწილობრივ ფიზიკურ აქტივობას.

კინეზიოლოგიური ფირფიტის სწორად დადება მხოლოდ ექიმ-ორთოპედს შეუძლია, სათანადო გამოკვლევის ჩატარების შემდგომ. ფირფიტა ეწეპება მხოლოდ კანს და ამგვარ მდგომარეობაში 2-3 დღე-ღამის განმავლობაში ჩერდება. ფირფიტასთან ერთად შესაძლებელია შხაპის მიღება.


სამედიცინო მასაჟი

სამედიცინო მასაჟი მყესის დაჭიმულობის დროს - მყესის დაჭიმულობის მკურნალობის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია. როგორც წესი, ექიმი-ორთოპედი პაციენტს უნიშნავს მასაჟს არა უადრეს 48 საათისა, ტრავმის მიღების შემდეგ. ამ ვადამდე ადრე მასაჟის გაკეთება მკაცრად აკრძალულია, რადგან ადრეული მასაჟი გაზრდის ჰემატომის გაჩენის რისკს და შეშუპებას. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მასაჟის აუცილებლობას ადგენს მხოლოდ ექიმი. მყესის დაჭიმულობის სამკურნალო სამედიცინო მასაჟის სტანდარტული პროცედურა გამოიყურება შემდეგნაირად:

  • უპირველეს ყოვლისა, ხდება სხეულის ტრავმირებული მონაკვეთის გათბობა. ამისათვის გამოიყენება გამათბობელი კომპრესები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გათბობა ხდება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ტრავმის მიღებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მისი თვითნებურად გათბობა კატეგორიულად აკრძალულია;
  • შემდეგ კეთდება წინასწარი მასაჟი, რომლის დროსაც მასაჟის სპეციალისტი აკურატულად ამუშავებს ტრავმულ მონაკვეთებს. ეს ხელს უწყობს ლიმფის კარგ მიმოქცევას;
  • მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ტრავმირებული ზონის მასაჟი. პროფესიონალი მასაჟისტი აკეთებს მასაჟს ისე, რომ არ მიაყენოს პაციენტს ტკივილი. ექიმის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, მასაჟის სესიის ინტენსივობა და ხანგრძლივობა გაიზრდება ყოველდრიურად.

ფიზიოთერაპია მყესის დაჭიმულობის დროს

დღესდღეობით ფიზიოთერაპია აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა კუნთოვანი სისტემის ტრავმების სამკურნალოდ, მათ შორის მყესის დაჭიმულობის დროსაც. მაღალკავლიფიციურ ექიმ-ფიზიოთერაპევტს ძალუძს თითზე ჩამოსათვლელი დღეების განმავლობაში უმკურნალოს პაციენტს ისეთი მყესის დაჭიმულობით, რომელიც ფიზიოთერაპიის დაწყებამდე განიცდიდა უძლიერეს ტკივილს. როგორც წესი, ფიზიოთერაპია ინიშნება ტრავმის მიღებიდან რამდენიმე დღეში. არსებობს ფიზიოთერაპიის მრავალი მეთოდი, თუმცა საუკეთესო ფიზიოთერაპიული მურნალობის მეთოდს თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად არჩევს მკურნალი ექიმი. ფიზიოთერაპია ინიშნება შემდეგი ტიპის დაჭიმულობების დროს:

  • ტერფის მყესის დაჭიმულობა;
  • მუხლის სახსრის მყესების დაჭიმულობა;
  • ხერხემლის მყესების დაჭიმულობა;
  • ხელის მტევნების მყესების დაჭიმულობა;
  • იდაყვის სახსრის მყესების დაჭიმულობა;
  • მხარის სახსრის მყესების დაჭიმულობა.

ფიზიოთერაპიის ჩატარების შემდეგ, პაციენტების აღნიშნავენ შემდგომ დადებით ეფექტებს:

  • დაჭიმულობის ადგილას საგრძნობლად იკლებს შეშუპება;
  • უმჯობესდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცება სხეულის ტრავმირებულ მონაკვეთში;
  • დაჭიმული მყესების აღდგენა ფიზიოთერაპიის დაწყების შემდგომ მიმდინარეობს ბევრად სწრაფად.

მაგნიტოთერაპია

ფიზიოთერაპიის ყველაზე პოპულარული სახეობაა მაგნიტოთერაპია. აღნიშნული მეთოდის პოპულარულობა გამოწვეულია მისი ეფექტურობითა და სიმარტივით. მაგნიტოთერაპიით მკურნალობის დროს დაზიანებულ უბანზე ხდება ცვალებადი მაგნიტური ველის ზემოქმედება. ზემოქმედების სიმძლავრესა და ინტერვალებს ადგენს ექიმი-ფიზიოტერაპევტი. როგორც წესი, მკურნალობა იწყება პატარა ინტენსივობით და მსვლელობის განმავლობაში თანდათან იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტოთერაპია კუნთოვანი სისტემის დაავადებების მკურნალობის საკმაოდ ძველი მეთოდია, მრავალი პაციენტი აღნიშნავს მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. რაში მდგომარეობს მაგნიტოთერაპიის პლუსები?

  • სხეულის ტრავმირებულ უბანზე ხდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებების გატარება;
  • კუნთების დაძაბულობის მოხსნა;
  • ტკივილის შემცირება;
  • ლიმფისა და სისხლის მოძრაობის პროცესების გაუმჯობესება;
  • დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის პროცესის დაჩქარება;
  • პაციენტის იმუნური სისტემის გაძლიერება.

მაგნიტოთერაპიას ნიშნავენ, არა მხოლოდ როგორც მყესების დაჭიმულობის ძირითად მეთოდს, არამედ როგორც მკურნალობის ხანგრძლივ ტიპს პრეოპერაციულ პერიოდში, იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებენ გაწყვეტილი მყესის მკურნალობას. აღნიშნული ტიპის მკურნალობის შემდეგ, პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდი ოპერაციის შემდეგ გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს.


კრიოთერაპია

კრიოთერაპია ეს არის სიცივით მკურნალობა. მყესის დაჭიმვის დროს, ერთ-ერთი პირველადი დახმარება, რაც ავადმყოფს უნდა აღმოუჩინოთ არის ცივი კომპრესის დადება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ დროებითი მეთოდი პაციენტის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, არამედ წარმოადგენდეს მყესის დაჭიმულობის მკურნალობის ცალკეულ ტიპს. სხვა ზემოაღნიშნული მეთოდებისგან განსხვავებით, კრიოთერაპიას ხშირად ნიშნავენ მკურნალობის ყველაზე ადრეულ ეტაპებზე. ეს დაკავშირებულია დადებით გავლენაზე, რომელსაც სიცივე ახდენს დაზიანებულ ქსოვილზე მკურნალობის პირველ დღეებში. კრიოთერაპიის დროს ხდება წერტილოვანი ზემოქმედება, ცხრება შეშუპება, ხდება დაზიანებული მყესის ტკივილის დროებითი გაყუჩება. რეგულარული კრიოთერაპიის დროს მიიღწევა სასურველი შედეგი. კრიოთერაპიას იშვიათად თუ ნიშნავენ როგრც ცალკეულ მკურნალობის მეთოდს. როგორც წესი, იგი ინიშნება მაგნიტოთერაპიასთან ერთად. კრიოთერაპიას არ აქვს უკუჩვენება, იმ შემთხვევეაში, თუ მას პაციენტს უნიშნავს თავისი მკურნალი ექიმი. ამ ყოველივე აღნიშნულის და მყესის დაჭიმულობის მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ კავკასიის მედიცინის ცენტრს. ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალებს.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.