OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

კუჭის კიბოს მკურნალობა

13 დეკემბერი 2019
კუჭის კიბოს მკურნალობა
კუჭის კიბო ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. 2018 წელს კუჭის სიმსივნით 1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაავადება სასიკვდილოა, ზოგიერთი პაციენტი ახერხებს გამოჯანმრთელებას. დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა არის გამოჯანმრთელების გასაღები. ამ სტატიაში გიამბობთ, რა არის კუჭის კიბო და როგორ მკურნალობენ მას საზღვარგარეთ.

კუჭის კიბო: ადრეული სიმპტომები

კუჭის კიბო არის დაავადება, რომლის დროსაც სიმსივნე ფორმირდება კუჭის ლორწოვან გარსში.

დაავადების აღმოჩენა ადრეულ სტადიაზე საკმაოდ რთულია, რადგან ავადმყოფი შეიძლება არც კი განიცდიდეს რაიმე სახის სიმპტომებს. კუჭის კიბო ხშირად ეშლებათ იმ დაავადებებში, რომლებიც აზიანებენ ლორწოვანს, მაგალითად, კუჭის წყლულში. იმ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ კუჭის წყლული, შესაძლოა ყურადღება არც მიაქციონ სიმპტომებს, რადგან შეჩვეული არიან გამუდმებულ ტკივილს მუცლის ღრუში.

კუჭის წყლულისა და კუჭის კიბოს გარჩევა ერთმანეთისგან არც თუ ისე ადვილია, თუმცა შესაძლებელია. პაციენტი, რომელსაც აქვს კუჭის კიბო განიცდის მუდმივ ტკივილს, მათ შორის ღამეც. მას უვარდება ჰემოგლობინი, უჭირს გარკვეული ტიპის საკვების მიღება, ხშირად აღებინებს და ღებინების დროს შეინიშნება სისხლის გამოყოფაც.

კუჭის კიბოს ადრეული სიმპტომებია: სისუსტე, დაღლილობა და წონაში მკვეთრი კლება. არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ონკოლოგიის ამ კონკრეტულ ფორმას:

  • საკვების მიღების შემდგომ დისკომფორტი;
  • ტკივილი მუცლის ზედა არეში;
  • გულძმარვა;
  • პირღებინება, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს სისხლი.

ამგვარად, ნებისმიერი განმეორებადი დისკომფორტი მუცელში, შესაძლოა კუჭის კიბოს მიმანიშნებელი იყოს. ყრუ ტკივილი, გართულებული ყლაპვა, რამდენიმე დღის წინ მიღებული საკვების ღებინება, და განსაკუთრებით მუქი ფერის განავალი - წარმოადგენს გამოკვლევის ჩატარების მიზეზს.

კუჭის კიბოს გამომწვევი მიზეზები

კუჭში ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია ისევე, როგორც ეს კიბოს სხვა სახეობების შემთხვევებშია, მაგრამ ის დაავადებები, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსზე, ადვილი შესაძლებელია, გარკვეულ პირობებში ონკოლოგიურ დაავადებად გადაიქცეს. ამგვარ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება:

  1. ქრონიკული გასტრიტი - კუჭის შინაგანი კედლების ანთება;

  2. კუჭის პოლიპები - კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც შესაძლოა გადაიქცეს ავთვისებიანად;

  3. კუჭის წყლული - კუჭის ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც წარმოიქმნება მარილმჟავისა და ნაღველის ზემოქმედებით. აღნიშნული დაავადება ითვლება კიბოს გაჩენის წინაპირობად. რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც გაკეთებული აქვთ კუჭის წყლულის ოპერაცია.

კუჭის კიბოს განვითარების გამომწვევი ფაქტორები შესაძლოა იყოს:


  • ჰელიკობაქტერპილორის ბაქტერია (ლათ.Helicobacterpilori) - კუჭის ინფექცის გამომწვევი ბაქტერია, რომელიც აზიანებს კუჭის კედელსა და თორმეტგოჯა ნაწლავს. ბაქტერია მოქმედებს კუჭის ლორწოვანაზე, შლის მას და ქმნის ანომალიური უჯრედების წარმოქმნისათვის ხელსაყრელ გარემოს. ორგანიზმში ჰელიკობაქტერპილორის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

  • ანტიბიოტიკებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გადაჭარბებული მიღება შეიძლება გახდეს კუჭის წყლულის წარმოქმნის მაპროვოცირებელი ფაქტორი, რაც დიდი ალბათობით, შესაძლებელია გადაიზარდოს კიბოში.

  • მაღალი რადიაციის მქონე რაიონებში ცხოვრება ასევე შეიძლება გახდეს კუჭის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

  • ორგანიზმში მოხვედრილი კანცეროგენები ასევე ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. კანცეროგენები წარმოიქმნება როგორც შებოლილ, ისე მაღალი თერმული დამუშავების საკვებში. რისკს ზრდის ნიტრიტებისა და ნიტრატების შემცველი საკვები პროდუქტების მოხმარებაც, განსაკუთრებით, ხილისა და ბოსტნეულის, რამდენადაც აზოტოვანი სასუქები შეიცავენ ამ ნივთიერებებს. ცხარე და მარილიანი, ზედმეტად შემწვარი საკვებიც აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და იწვევს ანთებას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს კუჭის კიბოს გაჩენის მიზეზი.

  • ალკოჰოლური სასმელების ნებისმიერი დოზა, თამბაქოსთან ერთად, შესაძლოა გახდეს ონკოლოგიური დაავადების მაპროვოცირებელი. რაც დაახლოებით 15 ტიპის კიბოს გაჩენას უწყობს ხელს. ალკოჰოლური სასმელები შეიცავს ნიტრატებს, ნიტრიტებს და ეთილის სპირტს, ანუ ყველა იმ ნივთიერებას, რაც იწვევს კუჭის ეროზიებს.

  • მემკვიდრეობითობა ასევე ითვლება დაავადების განვითარების რისკფაქტორად. „ოჯახური ისტორიები“, რომელშიც გვხვდება კუჭის კიბოს შემთხვევები, შესაძლებელია იყოს შეშფოთების საფუძველი.


კლასიფიკაცია


სიმსივნის სტრუქტურის მიხედვით გამოიყოფა კუჭის კიბოს რამდენიმე სახეობა:


  • ადენოკარცინომა - წარმონაქმნი, რომელიც ფორმირდება ჯირკვლის ეპითელიუმში, რომელიც ფარავს კუჭის ლორწოვანი გარსის ზედაპირს. გამოყოფენ ადენოკარცინომის რამდენიმე სახეობას. ყველაზე აგრესიულ ტიპს წარმოადგენს კუჭის კრიკოიდული კიბო.

  • ბრტყელუჯრედოვანი კიბო - ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ფორმირდება ეპითელიუმის მყარ ფენაში.

  • სიმსივნემ შესაძლოა დაიწყოს წარმოქმნა ერთდროულად როგორც ჯირკვლის ეპითელიუმში, ასევე ეპითელიუმის მყარ ფენაში. ასეთ სახეობას ეწოდება ჯირყვლოვან-ბრტყელუჯრედოვანი 

  • არადიფერენცირებული სიმსივნე ეწოდება რამდენიმე ავთვისებიან პოლიპოიდურ წარმონაქმნს კუჭში.

არსებობს კუჭის კიბოს ორი ტიპი: კუჭ-ნაწლავის და დიფუზური. ნაწლავის კიბო ჰგავს კუჭ-ნაწლავის კიბოს, აქედან გამომდინარეობს მისი სახელი. კუჭ-ნაწლავის კიბოს განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ჰელიკობაქტერპილორის ბაქტერია და არასწორი კვება.
კუჭის კიბოს დიფუზური ტიპი გამოირჩევა ერთდროულად რამდენიმე დაზიანებული კერის წარმოშობით. დაავადებას ახასიათებს აგრესიული ხასიათი და სწრაფად აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. დიფუზური კიბოს ტიპი შეიძლება გადავიდეს მემკვიდრეობით.

კუჭის კიბოს სტადიები და განკურნების პროგნოზი


სიმსივნის წარმოშობა და ზრდა ხდება რამდენიმე ეტაპად. სწორედ ამიტომ, გამოყოფენ დაავადების რამდენიმე სტადიას:


  • კუჭის კიბოს ნულოვან სტადიას უწოდებენ სტადიას, რომლის დროსაც კუჭის ეპითელიუმის ნორმალური უჯრედების პათოლოგიურ უჯრედებად გარდაქმნა ახალი დაწყებულია. აღნიშნულ სტადიაზე ატიპიური უჯრედები მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსშია. სიმსივნე, როგორც ასეთი, ჯერ არ არსებობს. კუჭის კიბოს ადრეულ ეტაპზე მკურნალობა იძლევა დადებით შედეგს - შემთხვევათა 90% -ში პაციენტები იკურნებიან.

  • დაავადების პირველ სტადიაზე, სიმსივნეს უკვე უჩნდება მკვეთრი კონტური. იგი მდებარეობს კუჭის ლორწოვან გარსში და შესაძლოა გავიდეს კუნთოვან ფენაში. განკურნების მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც მაღალია - დაახლოებით 80%.

  • კუჭის კიბოს მეორე სტადიას ახასიათებს ლიმფური კვანძების დაზიანება. ამ სტადიაზე კიბოს მკურნალობენ ოპერაციით - სიმსივნის ამოკვეთის გზით, თუკი ეს შესაძლებელია. სიცოცხლის ხუთი წლით გახანგრძლივების მაჩვენებელი 50%-ს აღემატება.

  • მესამე სტადიაზე სიმსივნე იწყებს მეზობელ ორგანოებში შეღწევას, აზიანებს ლიმფურ კვანძებს და კუჭის კედლის კუნთოვან ფენას. მესამე სტადიაზე კიბოს აღმოჩენა მარტივია, თუმცა მისი მკურნალობა რთულია. დადებითი შედეგი დგება მხოლოდ შემთხვევათა 30%-ში.

  • კუჭის კიბოს მეოთხე სტადიას ახასიათებს სიმსივნის შემდგომი ზრდა. მეტასტაზები აზიანებს არა მარტო მეზობელ ორგანოებს, არამედ - მოშორებით მყოფ სისტემებსა და ორგანოებსაც. დაავადების ამ ეტაპზე პაციენტის გადარჩენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. როგორც წესი, ექიმები უფრო მეტად ცდილობენ დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას, და არა განკურნებას.


კუჭის კიბოს დიაგნოსტიკა 


უაღრესად მნიშვნელოვანია კუჭის კიბოს ხარისხიანი დიაგნოსტიკა - რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ ექიმები სიმსივნეს, მით უფრო მაღალია პაციენტის განკურნების ალბათობა.

კუჭის კიბოს დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები საზღვარგარეთ:

  1. კუჭის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ამ მეთოდით შესაძლებელია კუჭის კიბოს ზოგიერთი სახეობის გამოვლენა.

  2. ენდოსკოპია. ეს არის დიაგნოსტიკის ყველაზე მეტად ინფორმაციული მეთოდი, რომელიც ახდენს წარმონაქმნის ვიზუალიზაციის, მისი ზომებისა და ადგილმდებარეობის დადგენას, აგრეთვე იძლევა დაზიანებული ლიმფური კვანძების აღმოჩენისა და ბიოფსიისათვის მასალის აღების შესაძლებლობას. 

  3. მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. ულტრაბგერითი გამოკვლევით ექიმებს შეუძლიათ მეტასტაზებით გამოწვეული დაზიანების ხარისხის დადგენა. კომპიუტერული ტომოგრაფია კი მოშორებით მყოფი მეტასტაზების აღმოჩენის საშუალებასაც იძლევა.

  4. სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური ანალიზი. სისხლის კლინიკური ანალიზის მეშვეობით დგინდება სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელი, სისხლის ბიოქიმიური ანალიზით კი - შინაგანი ორგანოების ფუნქციონირების ხარისხი.

კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს კუჭის კიბოსა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების ლაბორატორიულ და ინსტრუმენტალურ დიაგნოსტიკას. კავკასიის მედიცინის ცენტრი მდებარეობს საქართველოში, თბილისში, და წარმოადგენს რეგიონალურ ლიდერს ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა დაკომპლექტებულია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელთა მეშვეობით სიმსივნის აღმოჩენა ხდება განვითარების ადრეულ სტადიაზე. დიაგნოზს დაგისვამენ და მკურნალობის მეთოდს შეგირჩევენ ცენტრის ექიმები, რომელთაც აქვთ საზღვარგარეთის ქვეყნებში მუშაობის დიდი გამოცდილება.

კუჭის კიბოს მკურნალობა 

არსებობს კუჭის კიბოს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. მკურნალობის მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეოს სიმსივნე და რომელ სტადიაზე მოხდა მისი აღმოჩენა.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმები მკურნალობენ კუჭის კიბოს ქიმიოთერაპიითა და ჰორმონოთერაპიით, ასევე აკეთებენ ოპერაციებს და კვეთენ სიმსივნეს. ცენტრის პაციენტებისათვის ხელმისაწვდომია 24 საათიანი სტაციონარული მომსახურება და მხარდაჭერა მკურნალობის ყველა ეტაპზე.

კუჭის კიბოს ქირურგიული მკურნალობა 

ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს კუჭის კიბოს მკურნალობის რადიკალურ მეთოდს. ქირურგიული ჩარევის დროს ხდება დაზიანებული კუჭის, ან მისი ნაწილებისა და იმ ლიმფური კვანძების ამოკვეთა, რომლებშიც გავრცელებულია მეტასტაზები.

ჩატარებული ოპერაციები საკმაოდ ეფექტურია დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ პაციენტთა 90% ცოცხლობს 5 ან მეტი წელი. ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია, თუ სიმსივნე ღრმადაა შეზრდილი. ასეთ შემთხვევებში ექიმები იყენებენ მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში, ტარდება რთული და უნიკალური ოპერაციები. ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს ექიმი აიდა გოზალოვა, რომელსაც გერმანიის კლინიკაში 16-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

სხივური თერაპია 

სხივური თერაპია, როგორც წესი, გამოიყენება მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად, რადგანაც დასხივებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ კუჭზე, არამედ - სხვა ორგანოებზეც, მაგალითად, გულზე. სწორედ ამიტომ, სხივური თერაპია ხშირად გამოიყენება ოპერაციის დროს, რაც სხივის პირდაპირ კუჭზე მიმართვის საშუალებას იძლევა.

სხივური თერაპიის გამოყენებას ახლავს ერთი სირთულე: კუჭის კიბო საგრძნობლად ზღუდავს პაციენტის კვებით რაციონს. დასხივების შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა შესაძლებელია გართულდეს და ექიმებმა აუცილებლად უნდა შეურჩიონ მას შესაბამისი დიეტა.

პაციენტების მდგომარეობაზე, მათთვის საჭირო მკურნალობისა და კვების რაციონის შერჩევაზე იზრუნებს კავკასიის მედიცინის ცენტრის პერსონალი.

ქიმიოთერაპია 

კუჭის კიბოს მკურნალობა ქიმიოთერაპიით გულისხმობს ისეთი მედიკამენტების მიღებას, რომლებიც აფერხებს სიმსივნის ზრდას.

ქიმიოთერაპიის გამოყენება დაკავშირებულია რიგ სირთულეებთან. ჯერ ერთი, წამლები ახდენენ ტოქსიკურ გავლენას არა მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებზე, არამედ ორგანიზმის სხვა უჯრედებზეც. გარდა ამისა, მედიკამენტები რთულად აღწევენ მუცლის ღრუში და ამიტომ ზოგ შემთხვევაში მედიკამენტის გაფრქვევა ხდება წნევით, რათა მან უკეთესად შეაღწიოს სიმსივნეში.

ქიმიოთერაპიას იშვიათად იყენებენ როგორც მკურნალობის დამოუკიდებელ მეთოდს, უფრო ხშირად მას იყენებენ მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად. ქიმიოთერაპიული მედიკამენტების მიღებით პაციენტების 10-15% - ს სიცოცხლე 5 წლით უხანგრძლივდებათ.

კავკასიის მედიცინის ცენტრში ქიმიოთერაპიას იყენებენ კუჭის კიბოს მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად. მედიცინის ცენტრის პაციენტებს საშუალება აქვთ გაიარონ კონსულტაცია როგორც ჰოსპიტლის ექიმებთან, ასევე - საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებიც რეგულარულად ჩამოდიან კლინიკაში.

ჰოსპიტალი ხელმისაწვდომ ფასებში უწევს სამედიცინო მომსახურებას როგორც საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს, ისე - უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. პაციენტებს არ სჭირდებათ ბილეთების დაჯავშნაზე ზრუნვა, აეროპორტიდან საავადმყოფოში ტრანსფერების ორგანიზება ან თარჯიმნის პოვნა. კლინიკის პერსონალი თავის თავზე იღებს ადმინისტრაციულ საკითხებს.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს კავკასიის მედიცინის ცენტრს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე არსებული განაცხადის ფორმის შევსება და დოკუმენტაციის დართვა. კლინიკის თანამშრომელი დეტალურად უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ექიმთან ვიზიტის თქვენთვის სასურველი დრო და ჩამობრძანდეთ საქართველოში. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მკურნალი ექიმი მოგცემთ ყველა საჭირო რეკომენდაციას.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.