OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

კლინიკური ხარისხის გაძლიერების პროცესები კავკასიის მედიცინის ცენტრში

20 ოქტომბერი 2020
კლინიკური ხარისხის გაძლიერების პროცესები კავკასიის მედიცინის ცენტრში
ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რომელსაც ნებისმიერი საქმიანობა ეყრდნობა, ხარისხია. სამედიცინო სფერო კი ის მიმართულებაა, რომლის მაღალი ხარისხი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის შენარჩუნებას განაპირობებს როგორც კლინიკური მართვის, ისე - მომსახურების მხრივ. სწორედ ხარისხის მუდმივი კონტროლი, გაძლიერება და გაუმჯობესებაა ევექსი ჰოსპიტლების ერთ-ერთი პრიორიტეტი, რის მისაღწევადაც ჰოსპიტალურ ქსელში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

ევექსი ჰოსპიტლები სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერების მიმართულებით დაარსების დღიდან მუშაობს, თუმცა გასულ წელს პროცესმა პროექტის სახე მიიღო და 7 საპილოტე ჰოსპიტალში, მათ შორის კავკასიის მედიცინის ცენტრში სამედიცინო ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების ხარისხის გუნდები შეიქმნა, რომლის მთავარ ფუნქციასაც კლინიკური ხარისხის მართვა და გაუმჯობესება წარმოადგენს. აღნიშნულ სამსახურს კავკასიის მედიცინის ცენტრში ხათუნა კეკელაშვილი ხელმძღვანელობს.

„ხარისხის გაუმჯობესება, პირველ რიგში, გუნდის განახლებითა და გაძლიერებით დავიწყეთ. განხორციელდა ასევე გარკვეული სტრუქტურების ჩამოყალიბება, მათი საქმიანობების ურთიერთკოორდინირება, ერთიანი ხედვისა და ნათელი გეგმების დასახვა და სხვა. პროცესში, თავის მხრივ, ჰოსპიტლის ყველა მიმართულებაა ჩართული, რაც პროექტის მართვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. კოორდინირებული მოქმედება და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის გაზიარება კი უკეთესი შედეგის გარანტიას გვაძლევს.

ამ პროცესში უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ჰოსპიტალური ქსელის სათავო ოფისის მხრიდან. მიუხედავად პროცესების დეცენტრალიზაციისა და დელეგირებისა, სათავო ოფისის ხარისხის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული ჰოსპიტლების ხარისხის გუნდების საქმიანობაში. ხორციელდება მუდმივი უკუკავშირი და რეპორტინგი. ქსელში დანერგილი კლინიკური გაუმჯობესების პროექტში ეს პროცესები კონკრეტულ რიცხვებსა და პროცენტებშია ასახული, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, გავაანალიზოთ, რა ეტაპზე ვართ, როგორ მიმდინარეობს ხარისხის გაუმჯობესების პროცესი და რამდენად მოქნილად მივყვებით ერთიან სტრუქტურას, მეორე მხრივ კი მივიღოთ დროული და ადექვატური რეკომენდაციები. ეს ყველაფერი მომავალი ღონისძიებების სწორად დაგეგმვის შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვადევნებთ თვალ-ყურს კლინიკური ხარისხის ინდიკატორებს, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ჰოსპიტლისა და მთელი ქსელის საქმიანობის განმსაზღვრელია. ვცდილობთ, დავნერგოთ მტკიცებითი მედიცინის ყველა ის ასპექტი, რომელიც საბოლოო შედეგამდე წარმატებით მიგვიყვანს. ამ დრომდე განხორციელებული ღონისძიებების შედეგი კი დიდია: ერთიანი სტანდარტის დანერგვითა და პროცესების დაუღალავი მონიტორინგით თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით კავკასიის მედიცინის ცენტრში სამედიცინო მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო მეტად არის გაძლიერებული. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს გახლავთ: მივაწოდოთ პაციენტებს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება და კლინიკურად მაღალი ხარისხი.“

ხათუნა კეკელაშვილი - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხარისხის დირექტორი

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.