კავკასიის მედიცინის ცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე ჰოსპიტალთაგან, სადაც თანამედროვე, ამერიკის გულისა და ინსულტის ასოციაციის რეკომენდაციებზე დაფუძნებული ინსულტის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მოიაზრებს არამარტო იშემიური ინსულტის მკურნალობას (სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ტვინის მწვავე დაზიანება), არამედ ყველა იმ დაზიანებას, რომელიც სისხლძარღვოვანი პათოლოგიით ვითარდება თავის ტვინში. იქნება ეს: ჰემორაგიული ინსულტის (ტვინში სისხლჩაქცევა), თავის ტვინის ანევრიზმების გასკდომით გამოწვეული სისხლჩაქცევისა თუ სისხლძარღვოვანი მალფორმაციით (სისხლძარღვების განვითარების მანკი) გამოწვეული თავის ტვინის დაზიანების მართვა.
ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებით, გვთავაზობს იშემიური ინსულტისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სხვა დაავადებების ეფექტურ და დროულ მკურნალობას 24/7-ზე რეჟიმში. ცენტრში ხორციელდება:
ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი პერსონალით, რომელთაც მედიცინის დოქტორი და ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი, ვლადიმერ წიქარიშვილი ხელმძღვანელობს. როგორც მან აღნიშნა,ინსულტის ცენტრის ფუნქციონირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაგროვილი გამოცდილება და შედეგებია. კავკასიის მედიცინის ცენტრში 4 წლის განმავლობაში სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მქონე 300-მდე პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა (ღია და ენდოვასკულური) , ხოლო ბოლო 1 წლის მანძილზე იშემიური ინსულტის მქონე სულ მცირე 30 პაციენტს ჩაუტარდა თრომბოლიზისი ან/და თრომბექტომია.
უმეტესად, ინსულტი სხვადასხვა პათოლოგიითაა გამოწვეული-გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაგისტრალური არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება და ა.შ. შესაბამისად, მათი დროული აღმოჩენისა და მკურნალობის მიზნით, ცენტრი გარკვეული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ერთ სივრცეში მობილიზებას მოითხოვს. ამრიგად, ინსულტის ცენტრი ერთ სივრცეში აერთიანებს ER-ის ექიმის, რადიოლოგის, ნევროლოგის, კარდიოლოგის, ინტენსიური თერაპიის ექიმისა და ნეიროქირურგის მომსახურებას. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ჰოსპიტალში ხორციელდება დიაგნოსტიკური კვლევების ფართო სპექტრი:
კავკასიის მედიცინის ცენტრის ინსულტის სპეციალიზირებული მიმართულება თანამედროვე გაიდლაინებისგათვალისწინებით, თავის ტვინის ყველა სისხლძარღვოვანი პათოლოგიის როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურსა და პრევენციაზე ორიენტირებულ მკურნალობას ახორციელებს და ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.