ნუნუ მაღლაკელიძე 75 წლის ქალბატონია, რომელიც სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდა და სწორედ ასე გადაურჩა ინსულტის მწვავე შედეგებს.
იხსენებს, რომ მოულოდნელად იგრძნო, როგორ კარგავდა მეტყველების უნარს. პირველ სიმპტომს, თანდათანობით, კიდურებში სისუსტე და მოძრაობის გაძნელებაც დაერთო. ოჯახის წევრები მარტივად მიხვდნენ, რომ საქმე ინსულტს ეხებოდა და მაშინათვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველივე სიმპტომების აღმოცენებიდან 1 საათში შეიყვანეს. მეტყველების გაძნელებასა და კიდურებში ნევროლოგიურ დეფიციტთან ერთად, ქალს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, რაც მდგომარეობას უფრო ართულებდა.
ნეიროქირურგმა კოკა გოგიჩაშვილმა პაციენტის მდგომარეობა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მოხვედრისთანავე შეაფასა. ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რამაც ცერებრულ არტერიაში თრომბის არსებობა გამოავლინა. შედეგად, პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა სისტემური თრომბოლიზისი, რის შემდეგაც ის მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებაში გადაიყვანეს. ნეიროქირურგებმა მირზა ხინიკაძემ და კოკა გოგიჩაშვილმა ენდოვასკულური თრომბექტომიის ჩატარების გადაწყვეტილებაც მიიღეს და პროცედურა წარმატებით განახორცილეს.
აღსანიშნავია, რომ სისტემური თრომბოლიზისი თავისტვინისმომმარაგებელსისხლძარღვშიარსებულითრომბისდაშლასგულისხმობს ინტრავენურად,მედიკამენტის შეყვანით.ენდოვასკულური თრომბექტომია კი თავის ტვინის დაზიანებულ უბანში თრომბული მასის დაშლას ითვალისწინებს და ნაჩვენებიაგანსაკურებულშემთხვევებში, როდესაც თრომბი იმდენად დიდია, რომ მისი დაშლა სისტემური თრომბოლიზის მეშვეობით ვერ ხერხდება. მცირეინვაზიურიჩარევაბარძაყისარტერიიდანხორციელდება.
წარმატებული თრომბექტომიის შედეგად ნუნუ მაღლაკელიძეს მდგომარეობა პირველივე საათში გაუმჯობესდა. მწვავე იშემიური ინსულტის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა პაციენტის გადარჩენა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება რაიმე სახის ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე: ქალი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.