OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ღვიძლის კიბოს მკურნალობა

05 თებერვალი 2020
ღვიძლის კიბოს მკურნალობა
ღვიძლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა. სწორედ ამიტომ, ღვიძლის კიბოს არსებობის შემთხვევაში, მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. 

ყველასათვის ცნობილია, რომ ღვიძლი საკვანძო როლს თამაშობს მეტაბოლიზმში. ამიტომ, ღვიძლის მუშაობის ნებისმიერი დარღვევა ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ცხოვრებას. 


ღვიძლის კიბოს გამომწვევი მიზეზები და პირველი სიმპტომები 

ღვიძლის კიბო საკმაოდ მწვავე დაავადებაა. მისი მკურნალობის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ დაავადების კლინიკური გამოვლინებები საკმაოდ მრავალფეროვანია. 

მუდმივი სისუსტე და დაღლილობა, წონაში კლება, დისპეფსია (მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება), გემოვნური შეგრძნებების ცვლილება, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ფიზიკური დატვირთვისას, ფეხების და წელის შეშუპება, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე, ანემია, დაბალი წნევა და თავბრუსხვევა - ღვიძლის კიბოს ტიპური ფორმის სიმპტომებია. აგრეთვე, ფაქტობრივად ყველა პაციენტი უჩივის შრომისუუნარობას. 

აღნიშნული დაავადების ყველაზე თვალშისაცემი ნიშანი ღვიძლის გადიდებაა. დაავადების ადრეულ სტადიაზე ღვიძლი მხოლოდ ოდნავ სცდება ჰიპოჰონდრიუმს, თუმცა უფრო გვიან სტადიაზე ღვიძლი ძალიან დიდდება. სწორედ ამიტომ, გვიან სტადიებზე პაციენტები უჩივიან კუმშვით შეგრძნებებს მუცლის არეში, აღინიშნება კანის სიყვითლე. 

სიმსივნის განვითარების აღნიშნულ ეტაპზე, ღვიძლის კიბო სქელდება პულსაციის დროს და იღებს ბორცვულ ზედაპირს. ამ სიმპტომს ხშირად თან ახლავს ცხელება და ასციტი. ეს უკანასკნელი პორტალური ვენის თრომბოზზე, პერიტონეალურ კარცინომატოზზე და პერიპორტალურ კვანძებში მეტასტაზების გაჩენაზე მიუთითებს. 

ღვიძლის კიბოს გაჩენის კონკრეტული მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული ტიპის კიბოს წარმოქმნას განაპირობებს ისეთი პარაზიტული და ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ამებიაზი, სიფილისი, ტუბერკულიოზი და ყველაზე მთავარი - ციროზული ცვლილებები ღვიძლში. 


ღვიძლის კიბოს სტადიები 

დეტალური დიაგნოსტიკა მოწინავე აღჭურვილობის გამოყენებით სიმსივნის განვითარების სტადიის დადგენის საშუალებას იძლევა. როგორც წესი, არსებობს დაავადების განვითარების 4 სტადია. 

  • პირველ სტადიას არ ახასიათებს გარეგანი გამოვლინებები. პაციენტი უჩივის სისუსტეს, დაღლილობას და უსიამოვნო შეგრძნებებს მუცლის მარჯვენა არეში. ამ სტადიაზე სიმსივნე შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სტადიაზე, სიმსივნე არ სცდება ღვიძლის ფარგლებს და არ ვრცელდება სისხლძარღვებში, სხვა ორგანოებსა და ლიმფურ კვანძებში. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ ღვიძლი საგრძნობლად იზრდება ზომაში. 

  • მეორე სტადიას ახასიათებს სიმსივნური წარმონაქმნის შეზრდა სისხლძარღვებში, მოშორებით მდებარე სისხლძარღვების გამოკლებით. მეორე სტადიად მოიაზრება არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა, რომელთა ზომაც არ აღემატება 5 სანტიმეტრს. აღნიშნულ სტადიაზე პაციენტი უჩივის გულისრევას, ღებინებას, ტკივილს მარჯვენა ჰიპოჰონდრიუმში, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევას. 

  • მესამე სტადია ხასიათდება ფეხების და წელის შეშუპებით, სიყვითლით, ობობის ქსელის მსგავსი ვენების გამოჩენით კანზე და ხელის გულების სიწითლით. ეს სტადია იყოფა სამ ქვე-სტადიად: 
  1. წარმოიქმნება რამდენიმე სიმსივნური წარმონაქმნი, რომელთა ზომაც აღემატება 5 სანტიმეტრს. ლიმფური კვანძები და მოშორებით მდებარე ორგანოები არ არის დაზიანებული. 
  2. სიმსივნური წარმონაქმნებიდან ერთ-ერთი ვრცელდება ღვიძლის მსხვილ ვენებში, კერძოდ კი კარის ან ღვიძლის ვენებში. ლიმფური კვანძები და მოშორებით მდებარე ორგანოები ჯერ კიდევ დაუზიანებელია. 
  3. მეტასტაზები ჩნდება მეზობელ ორგანოებში, გარდა შარდის ბუშტისა. სიმსივნე არ ვრცელდება ლიმფურ კვანძებსა და მოშორებით მდებარე ორგანოებში. 
  • მეოთხე სტადია იყოფა ორ ქვე-სტადიად: 
  1. რამდენიმე სიმსივნური წარმონაქმნი, რომლებიც იზრდება შინაგან ორგანოებსა და სისხლძარღვებში, მეტასტაზები არ ვრცელდება მოშორებით მდებარე ორგანოებში. 
  2. აღნიშნული სტადია აგრეთვე ცნობილია ტერმინალური სტადიის სახელით, რომლის დროსაც სიმსივნური უჯრედები აღწევს არა მხოლოდ მეზობელ ორგანოებამდე, სისხლძარღვებამდე და ლიმფურ კვანძებამდე, არამედ - მოშორებით მდებარე ორგანოებამდეც. 

ღვიძლის კიბოს სახეობები 


ღვიძლის კიბო იყოფა ბევრ სხვადასხვა ტიპად. დაყოფის ძირითადი მახასიათებელია წარმომავლობის მექანიზმი და იყოფა შემდეგ სახეობებად: 

  • პირველადი სიმსივნე; 
  • მეორადი სიმსივნე 

მეორადი სიმსივნე ვითარდება სხვა ორგანოების კიბოს მეტასტაზებისგან. 

მეტად გავრცელებულია ღვიძლის პირველადი სიმსივნის დაყოფა შემდეგ ტიპებად: 

  • ჰეპატოცელულარული (ჰეპატომა) - ვითარდება პირველადი უჯრედებისგან და გვხვდება დაახლოებით პაციენტთა 5%-ში; 
  • ქოლანგიოციალური (ქოლანგიომა) - ღვიძლის კიბოს იშვიათი ფორმაა, რომელიც ვითარდება ნაღვლის ბუშტის სადინრების ეპითელიუმიდან, და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ. 
  • ღვიძლის სიმსივნის შერეული ფორმა (ქოლანგიოჰეპატომა) - ღვიძლის კიბოს ამ ფორმას ახასიათებს ზემოაღნიშნული ორივე ტიპის უჯრედების არსებობა. 

ამის გარდა, განასხვავებენ ღვიძლის პირველადი სიმსივნის სამ ფორმას: 

  • მასიური ფორმა, ხასიათდება სოლიტარული კვანძის არსებობით; 
  • კვანძოვანი ფორმა, რომელსაც ახასიათებს კვანძების კონგლომერაცია; და 
  • დიფუზური ფორმა - კიბო, რომლის წარმოქმნის მიზეზიც ციროზია. 

თუმცა, ამასთან ერთად, არსებობს ღვიძლის კიბოს შემდეგი ტიპები: 

  • ცისტადენოკარცინომა - იშვიათი ფორმა, რომელიც ხშირად გვხვდება ქალებში, სიმსივნე აგებულებით წააგავს კისტას. აღნიშნულ ფორმას ახასიათებს წონის კლება და ტკივილი მუცლის ქვედა არეში. ამგვარი სიმსივნური წარმონაქმნი სწრაფად იწყებს მენჯის ღრუს ორგანოებზე ზეწოლას; 
  • ფიბროლამელარული კარცინომა - ღვიძლის კიბოს ტიპი, რომელიც გვხვდება 34 წელს ქვემოთ ახალგაზრდა ადამიანებში, ამ ფორმას ახლავს ტკივილი მარჯვენა ჰიპოჰონდრიუმის არეში. ამგვარი სიმსივნური წარმონაქმნის ლიკვიდირება შესაძლებელია ღვიძლის დაზიანებული უბნების ამოკვეთით. 
  • ეპითელიოიდული ჰემანგიოენდოთელიომა - ღვიძლის კიბოს სხვა ფორმებისგან განსხვავებით, აღნიშნული ფორმას არ ახასიათებს ძალიან რთული მიმდინარეობა, ვითარდება ნელა და თან ახლავს ტკივილი მუცლის არეში; 
  • ჰეპატობლასტომა - ფაქტობრივად ღვიძლის კიბოს ბავშვთა ფორმაა, რომელიც როგორც წესი, 4 წლამდე ბავშვებში გვხვდება; ხასიათდება მუცლის გადიდებით და წონის კლებით; 
  • ანგიოსარკომა - ძირითადად გვხვდება ასაკოვან ადამიანებში და ჩნდება ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. კიბოს აღნიშნული ფორმა ვითარდება საკმაოდ სწრაფად, რადგან სიმსივნური უჯრედები ვრცელდება სისხლძარღვებიდან მთელს ღვიძლში. ეს ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობაა. 
  • არადიფერენცირებული სარკომა - კიდევ ერთი მძიმე ფორმა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს და ახასიათებს ცხელება და გლუკოზის დონის მატება სისხლში. აღნიშნული ფორმის დროს, სიმსივნე სწრაფად ვრცელდება მეზობელ ორგანოებში და ძალიან მალე წარმოქმნება მეტასტაზები. 

რისკ-ფაქტორები 

ითვლება, რომ ღვიძლის კიბოს გაჩენაში გარკვეულ როლს თამაშობს ცილისა და ვიტამინების ნაკლებობა, ალკოჰოლი და ნარკოტიკები. 

გარდა ამისა, რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: 

  • სქესი. სტატისტიკის მიხედვით, ღვიძლის კიბო უმეტესწილად კაცებს ემართებათ. 
  • ღვიძლის დაავადებები. ქრონიკული ინფექცია - ძალიან მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, რომელიც ნამდვილად შეიძლება იყოს ღვიძლის კიბოს გამომწვევი მიზეზი; 
  • მემკვიდრეობითი დაავადებები, რომლებიც არსებითად ზრდიან ღვიძლის კიბოს გაჩენის რისკს; 
  • ციროზი ხშირად ღვიძლის კიბოს წინა პირობაა. ისევე, როგორც ციროზით დაავადების მიზეზები: ალკოჰოლი, B ან C ჰეპატიტი ან ღვიძლში რკინის ჭარბი დაგროვებაა; 
  • აფლატოქსინები. აფლატოქსინი B1-ის შემცველი პროდუქტები, რომელიც ჩნდება საკვების შენახვის წესების დარღვევის გამო, აგრეთვე ზრდის ღვიძლის კიბოს გაჩენის ალბათობას. 
  • ანაბოლიკური სტეროიდები. მათი ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ზემოაღნიშნული დაავადების გაჩენის რისკს. 

რისკ-ჯგუფში შედიან პაციენტები, რომლებიც დაავადებულნი არიან B ან C ჰეპატიტით, მინიმუმ F2 ფიბროზული მაჩვენებლით. 


ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკა CMC ჰოსპიტალში 

ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკა აუცილებელია სიმპტომთა უმნიშვნელო გამოვლენის შემთხვევაშიც, რადგან დაავადების განვითარება ხდება ძალიან სწრაფად. ქოლანგიოცელულარული კიბოს შემთხვევაში კი შედეგი უარყოფითი იქნება. 

სწორედ ამიტომ, დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრებში, მაგალითად ისეთში, როგორიცაა CMC ჰოსპიტალი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი იქნება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა. 

დიაგნოსტიკა ხდება 3 მეთოდით: 

  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა (კლინიკური, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, ალბუმინის ტესტი, ელექტროლიტები, კოაგულოგრამა, შარდის საერთო ანალიზი, გამოკვლევა ვირუსულ ჰეპატიტებზე), 
  • ინსტრუმენტალური დიაგნოსტიკა (მუცლის ღრუსა და რეტროპერიტონეალური სივრცის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით; 
  • მორფოლოგიური დიაგნოსტიკა (ბიოფსია). 

ყველაზე ინფორმაციული იქნება სისხლის შრატში ემბრიოსპეციფიკური გლობულინების გამოვლენა, რომელიც გვხვდება ღვიძლის ჰეპატოცელულური კიბოს დროს. ზოგჯერ ეს ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკის ერთადერთი მეთოდია, კიბოს განვითარების ადრეულ ეტაპზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნულ დაავადებას არ ახასიათებს სიმპტომების გამოვლენა მანამ, სანამ სიმსივნური წარმონაქმნი საგრძნობლად არ გაიზრდება. 


ღვიძლის კიბოს მკურნალობა 

მკურნალობის ძირითად მეთოდს წარმოადგენს კომბინირებული თერაპია, რომელიც მოიცავს რადიკალურ ქირურგიულ ჩარევას, რადგან ოპერაცია შედეგების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. მეტად რთული შემთხვევების დროს, ხდება ორგანოს გადანერგვა. 

მკურნალობის ასეთი რადიკალური მეთოდების განხორციელება უნდა მოხდეს გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით. მხოლოდ მედიცინის სფეროს ლიდერს, რომელსაც აქვს კოლოსალური სამუშაო გამოცდილება ძალუძს დამატებითი ზომების გამოყენებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა. სწორედ ასეთია CMC ჰოსპიტალი. 


ღვიძლის კიბოს ქირურგიული მკურნალობა 

ქირურგიული მკურნალობის, ისევე როგორც ნებისმიერი თერაპიის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობაზე დაყრდნობით. სწორედ ამიტომ, CMC ჰოსპიტალში ჩატარებულ ქირურგიულ მკურნალობას აქვს უაღრესად დადებითი ეფექტი. 

დღესდღეობით ღვიძლის რეზექცია ღვიძლის კიბოს მკურნალობის ოქროს სტანდარტია. მკურნალობის ეს მეთოდი უზრუნველყოფს საუკეთესო პროგნოზს და პაციენტის უმოკლეს დროში გამოჯანმრთელების გარანტიას. თუმცა, აღნიშნული მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ორგანოს ფუნქცია არ არის დარღვეული. 

რეზექცია ტარდება სამი სცენარით: 

  • ხდება ღვიძლის მარჯვენა ან მარცხენა სეგმენტის ამოკვეთა; 
  • ხდება ღვიძლის ორივე სეგმენტის ამოკვეთა; 
  • სეგმენტარული რეზექცია (ღვიძლის ნაწილის ამოკვეთა). 

აღნიშნული მეთოდის უსაფრთხოდ ჩასატარებლად, ღვიძლის რეზექცია ტარდება ორ-ეტაპიანი მეთოდიკით. ღვიძლის კიბოს ქირურგიული მკურნალობა მოიცავს ღვიძლის ტრანსპლანტაციას, რომლის დროსაც დაზიანებული ორგანოს შეცვლა დონორის ტრანსპლანტით, რომელსაც არ აქვს პათოლოგიები. 


რადიოთერაპია 

რადიოთერაპია შედეგიანი იქნება იმ შემთხვევაში, როდესაც ღვიძლის რეზექცია უშედეგოა. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება შემდეგი ტექნიკები: 

  • სიმსივნის ლოკალური დესტრუქციის მინიმალურ-ინვაზიური მეთოდები, (ეს მოიცავს რადიოსიხშირულ აბლაციას); 
  • სხივური თერაპია ანადგურებს სიმსივნეს, თუმცა არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს; 
  • სტერეოტაქტიკური რადიოქირურგია (გულისხმობს მრავალსხივიან ზემოქმედებას სიმსივნურ უჯრედებსა და ქსოვილებზე). 
  • ტრანსარტერიალური ემბოლიზაცია (აღნიშნული მეთოდი ბლოკავს იმ სისხლძარღვებს, რომლებიც სისხლით ამარაგებს სიმსივნურ წარმონაქმნს), 

ქიმიოთერაპია 

ღვიძლის კიბოს დროს, ქიმიოთერაპია ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არა-ოპერირებადია. ამრიგად, ქიმიოთერაპია ყველაზე ეფექტური იქნება თუ მოხდება იმ არტერიაში პრეპარატების შეყვანა, რომელიც სისხლით ამარაგებს სიმსივნურ წარმონაქმნს. 

CMC ჰოსპიტალში ყველა პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება რეგულარული გამოკვლევა ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული მეთოდებით.

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.