OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა

20 იანვარი 2020
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა
ფარისებრი ჯირკვლის კიბო ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ავთვისებიანი სიმსივნით, რომელიც წარმოიშობა ფარისებრი ჯირკვლის ეპითელიუმიდან. აღნიშნული დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, რამდენადაც შეადგენს ონკოლოგიური დაავადებათა შემთხვევების 1%-ზე მეტს და უფრო ხშირად გვხვდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნით უმეტესად ავადდებიან შუა ხნის ადამიანები 40-დან 60 წლამდე. სიმსივნის დროულად აღმოჩენისა და მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში, სრულიად გამოჯანმრთელების ალბათობა თითქმის 90%-ს შეადგენს


ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რისკ-ფაქტორებს ექიმები მიაკუთვნებენ ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკულ დაავადებებს, მემკვიდრეობითობას, ჰორმონალურ დარღვევებს, იოდის დეფიციტს, ჩიყვს, ორგანიზმზე რადიაციული დასხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას და ა.შ

იქიდან გამომდინარე, რომ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ზემოაღნიშნული სიმპტომები ვლინდება პათოლოგიის გვიანდელ სტადიებზე, მათი გამოვლენისთანავე აუცილებელია ენდოკრინოლოგისათვის დაუყოვნებელი მიმართვა, დეტალური გამოკვლევის ჩასატარებლად.


ფარისებრი ჯირკვლის კიბო: სტადიები

განასხვავებენ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ოთხ სტადიას:

  1. პირველი სტადია. წარმონაქმნის გაჩენა ფარისებურ ჯირკვალში, რომლის დიამეტრიც არ აღემატება 2 სმ-ს. როგორც წესი, წარმონაქმნი ელასტიური კონსისტენციისაა და არ ახასიათებს ტკივილი ხელით გასინჯვის დროს.
  2. მეორე სტადია. წარმონაქმნი ზომაში იზრდება და მისმა დიამეტრმა შესაძლოა 4 სმ-ს მიაღწიოს. აღნიშნულ სტადიაზე, პაციენტი უკვე შეიძლება შეაწუხოს გარკვეულმა დისკომფორტმა და შეამჩნიოს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია სწორედ მეორე სტადიაზე გაჩნდეს და გავიდეს მეტასტაზები სხვა ორგანოებში. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების მეორე სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, სრული გამოჯანმრთელების ალბათობა 95%-ს აღწევს.
  3. მესამე სტადია. სიმსივნის ზრდის გარდა, დაავადების მკვეთრად გამოხატული სიმპტომები იწყებს გამოვლენას, რომელთაგანაც ყველაზე ხშირია სუნთქვის გაძნელება, გაძნელებული ყლაპვა და ყელის ლიმფური კვანძების გადიდება.
  4. მეოთხე სტადია. ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ბოლო სტადია ხასიათდება მეორადი კერების გაჩენით. პაციენტის საერთო მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, რაც უმრავლეს შემთხვევაში გამოწვეულია მეტასტაზების ზრდით.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ტიპები 

არსებობს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რამოდენიმე ტიპი, რომმლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმპტომატიკითა და დაავადების მიმდინარეობით.

  • პაპილარული
ეს აღნიშნული პათოლოგიის ყველაზე ნაკლებად აგრესიული და ფართოდ გავრცელებული ტიპია და გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევათა 80%-ში. პაპილარული კიბო მარტივად ექვემდებარება მკურნალობას და თითქმის არ ახასიათებს მეტასტაზების გაჩენა. პაციენტები, რომლებსაც გადატანილი აქვთ სიმსივნის აღნიშნული ფორმა, განკურნების შემდეგ სიცოცხლე უხანგრძლივდებათ არა ნაკლებ 25 წლით.

  • ფოლიკულური
შემთხვევათა 70%-ში ფოლიკულური კიბო ხასიათდება როგორც საკმარისად აგრესიული ფორმა, რომელსაც ახლავეს მეტასტაზების გაჩენა. უმეტესწილად მეტასტაზები აღწევს სხვა ორგანოებსა და ლიმფურ კვანძებში. მიუხედავად ამისა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ეს ტიპი საკმაოდ კარგად ექვემდებარება მკურნალობას რადიოაქტიული იოდით.

  • მედულარული
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე სახიფათო და საკმაოდ იშვიათი ფორმა. იგი გვხვდება შემთხვევათა მხოლოდ 7%-ში. კიბოს ამ ტიპის დროს მეტასტაზები როგორც წესი იზრდება კუნთებსა და ტრაქეაში, რაც ართულებს დაავადების მიმდინარეობას. მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი - ქირურგიული ჩარევა.

  • ანაპლასტიკური
ანაპლასტიკური კიბო ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ყველაზე იშვიათი ფორმაა. პაციენტთა მხოლოდ 3%-ის შემთხვევაში გვაქვს საქმე აღნიშნულ ტიპთან. დაავადების ეს ფორმა აგრესიული და პროგრესირებადია და რთულად ექვემდებარება მკურნალობას. ამიტომ, განკურნებადობის პროგნოზი ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე დადებითია.


რისკ ფაქტორები

არსებობს იმ რისკ ფაქტორთა ჩამონათვალი, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული დაავადების წარმოშობასა და განვითარებას. მათ შორისაა:

  • ჰორმონალური ცვლილებები, უმეტესწილად ქალებში, რომლებიც როგორც წესი ჩნდება ორსულობის ან კლიმაქსის პერიოდში ორგანიზში მიმდინარე ჰორმონალური გადაწყობის გამო.
  • სხივური თერაპია ან რადიოაქტიური გამოსხივების გრძელვადიანი ზემოქმედება ორგანიზმზე;
  • მემკვიდრეობითობა;
  • 40 წელს ზემოთ ასაკი;
  • მავნე ჩვევები (თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება);
  • გრძელვადიანი სტრესი;
  • სამუშაო მავნე გარემოში;
  • სქესობრივი კუთვნილება: ფარისებრი ჯირკვლის კიბო 2-ჯერ უფრო ხშირად დიაგნოსტირდება ქაალებში, ვიდრე მამაკაცებში.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის კიბო შესაძლოა გაჩნდეს შემდგომი დაავადებებისა და პათოლოგიების არსებობის დროს:

  • ქალთა რეპროდუქციული სისტემის დაავადებები;
  • ჩიყვი;
  • მკერდის სიმსივნე;
  • კვანძოვანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ფარისებურ ჯირკვალში;
  • მრავლობითი ენდოკრინუნლი ნეოპლაზია.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკა: კავკასიის მედიცინის ცენტრი

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში ხდება მოწინავე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. სიმსივნის სტანდარტული დიაგნოსტიკა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • პირველადი კონსულტაცია ოტოლარინგოლოგთან და ონკოლოგთან, რომელთა ამოცანასაც კლინიკური სურათის შეფასება წარმოადგენს.
  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება, რაც ონკოლოგიური წარმონაქმნის ზომის და ჯირკვალში კვანძების რაოდენობის დადგენის საშუალებას იძლევა. თუმცა, იმის დადგენა, კეთილთვისებიანია წარმონაქმნი თუ ავთვისებიანი, ულტრაბგერითი გამოკვლევით შეუძლებელია.
  • იზოტოპური გამოკვლევა. ამ გამოვკლევის პროცესში, პაციენტის ორგანიზმში შეყავთ იოდის რადიოიზოტოპები, რის შემდეგაც ტარდება ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, მისი სტრუქტურისა და მდგომარეობის დასადგენად;
  • ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია. დიაგნოსტიკის აღნიშნული ტიპი, დღესდღეობით ითვლება ყველაზე ზუსტ მეთოდად რამდენადაც, იმუნოქიმიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევით შესაძლებელია სიმსივნის ხასიათის და სიმსივნური უჯრედების არსებობის დადგენა.
  • დეტალური სისხლის ანალიზი.

რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობას, მკურნალობის მეთოდიკა შეირჩევა დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების მიხედვით. დღესდღეობით აღნიშნული ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა ოთხი მეთოდით ხორციელდება, ესენია: ქირურგიული მეთოდი (სიმსივნური წარმონაქმნისა და მასთან მდებარე ქსოვილების ამოკვეთა, რადიოაქტიული იოდი (ხშირად გამოიყენება ოპერაციის შემდგომ დარჩენილი სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად), რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია.

კავკასიის მედიცინის ცენტრი დღესდღეობით უპირობო ლიდერია ონკოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში. მაღალი რანგის სპეციალისტ-ონკოლოგები პაციენტებს სთავაზობენ ონკოლოგიური სამედიცინო მომსახურებების ყველაზე ფართო სპექტრს. მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიისა და ინტრუმენტალური დიაგნოსტიკის წყალობით, შესაძლებელია დაავადების სტადიისა და ტიპის დადგენა და ყველაზე ეფექტური მკურნალობის კურსის დანიშვნა, რომელიც განკურნებადობის მაღალ ალბათობას გვპირდება.


ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა

კავკასიის მედიცინის ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტირებისა და ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს. კლინიკის ონკოლოგიური განყოფილების სპეციალისტები საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური ექიმები არიან, რომელთაც კლინიკური პრაქტიკა მიღებული აქვთ საზღვარგარეთ, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც როგორიცაა გერმანია და აშშ.

ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობით, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენ გაქვთ სრულად განკურნების მაღალი შანსი.


ქირურგიული მკურნალობა

დღესდღეობით ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ქირურგიული მკურნალობა ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება, რომლის დროსაც ხდება სიმსივნის. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო ხდება ლიმფოდისექცია (ლიმფური კვანძებისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება) და თვითონ ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა (როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი).

კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოქირურგები საერთაშორისო დონის, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან, რომელთაც ქირურგიული ოპერაციების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ქირურგიული მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების და საუკეთესი სამკურნალო ქირურგიული მეთოდების მიღების გარანტიაა, რომლებიც უახლეს კველევებზეა დამყარებული.
ქირურგიული განყოფილების გუნდი თვალს ადევნებს ონკოქირურგიის ახალ მიღწევებს მსოფლიოს წამყვან პუბლიკაციებსა და ჟურნალებში, რაც ხელს უწყობს მუდმივ განვიათარებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას.


რადიოთერაპია

რადიოთერაპია, ე.ი რადიოაქტიული იოდით მკურნალობა წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობის მეთოდს, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ქირურგიული ოპერაციის შემდგომ, იმ მიზნით, რომ მოხდეს დარჩენილი სიმსივნური უჯრედების განადგურება. როგორც წესი, რადიოთერაპია ინიშნება სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში.

რადიოლოგიური განყოფილება კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი განყოფილებაა. აქ აღნიშნული პროცედურა ხორციელდება უახლესი თაობის აღჭუევილობის გამოყენებით. ექიმების მაღალკვალიფიციურობსა და რადიოთერაპიის ინოვაციური მეთოდების წყალობით, ჩვენს კლინიკაში ფარისბერი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა საუკეთესო შედეგებს იძლევა.


ქიმიოთერაპია

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს, ქიმიოთერაპია ძირითადად იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ დაავადების დიაგნოსტირება მოხდა გვიანდელ სტადიაზე, ან თუკი დაავადება აგრესიული ფორმით ხასიათდება. ქიმიოთერაპია მკურნალობის ერთადერთი მეთოდია მაშინ, თუკი სიმსივნე არა ოპერირებადია. ზოგიერთ შემთხვევაში, ქიმიოთერაპია შესაძლოა აგრეთვე წარმოადგენდეს დამატებით მკურნალობას, რომელიც მოყვება ქირურგიულ მკურნალობას ან რადიოთერაპიას.

კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმატებით იყენებს ქიმიოთერაპიას, როგორც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტურ მეთოდს. ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქალბატონი აიდა გოზალოვა, საერთაშორისო დონის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც მრავალწლიანი გამოცდილევა დააგროვა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი ნაბიჯია სრული გამოჯანმრთელებისა და სრულფასოვან ცხოვრებისათვის დაბრუნებისკენ.

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.