OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

ბავშვი ინსულტის დიაგნოზით: 13 წლის მოზარდის განკურნების ისტორია

05 ოქტომბერი 2022
ბავშვი ინსულტის დიაგნოზით: 13 წლის მოზარდის განკურნების ისტორია

ალექსანდრე კონდოლელი 13 წლის მოზარდია თბილისიდან. მან რამდენიმე თვის წინ ინსულტზე გამარჯვება შეძლო. საუბარია სუბარაქნოიდულ ჰემორაგიაზე. სისხლჩაქცევა იმდენად მოცულობითი იყო, რომ ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ.

როგორც მოზარდის დედა იხსენებს, მშობლები ალექსანდრესთან ერთად ნაძვის ხის აწყობას გეგმავდნენ, როდესაც, მოულოდნელად, მისი ოთახიდან უცნაური ხმები შემოესმათ. როცა კარი გამოაღეს, ნახეს სრულიად გაშეშებული ბავშვი, რომელიც ერთ წერტილში იყურებოდა და უემოციოდ იჯდა. ალექსანდრემ ოჯახის წევრების ყურადღების მიქცევა მხოლოდ ხელების ოდნავი მოძრაობით შეძლო.

„საბურთალოდან დიღომში 15 წუთში ისე აღმოვჩნდით, გააზრებაც გაგვიჭირდა. ჩვენი სწრაფი მობილიზება ჩვენი მეზობლის დამსახურებაა, რომელიც სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. ის მაშინათვე მიხვდა, რომ ნევროლოგიურ დარღვევასთან გვქონდა საქმე,“ - იხსენებს პატარა პაციენტის დედა.

ალექსანდრე იაშვილის ბავშვთა ჰოსპიტლიდან კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ანევრიზმა გამოირიცხა, თუმცა  დადასტურდა იშვიათი დიაგნოზი ბავშვებში - სუბარაქნოიდულიჰემორაგია,  ანუ ინსულტის ერთ-ერთი ტიპი. კისრის დონეზე არსებული დურალური ფისტულა კიდურებში პარეზს იწვევდა.

ბავშვს, თავდაპირველად, სასიცოცხლო მონაცემები არ ჰქონდა, თუმცა მას ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა. სისხლჩაქცევის შედეგად გამოწვეული გართულებების მიუხედავად,  ალექსანდრემ ამ გამოწვევას გაუძლო: ზუსტად 1 თვეში, ორგანიზმის გაძლიერების შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა ენდოვასკულური ოპერაცია - ფისტულის დახურვა სპეციალური საემბოლიზაციო წებოს გამოყენებით.

ოპერაციული მკურნალობა ნეიროქირურგებმა - მირზა ხინიკაძემ და კოკა გოგიჩაშვილმა განახორციელეს. პატარა პაციენტი ბინაზე ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე, სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.