OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

ბავშვი ინსულტის დიაგნოზით: 13 წლის მოზარდის განკურნების ისტორია

05 Октябрь 2022
ბავშვი ინსულტის დიაგნოზით: 13 წლის მოზარდის განკურნების ისტორია

2022 წლის დადგომას ველოდით. ალექსანდრესთან ერთად ნაძვის ხის აწყობას ვგეგმავდით. მოულოდნელად, მისი ოთახიდან უცნაური ხმები შემომესმა. სასწრაფოდ შევაღე კარი და ვნახე სრულიად გაშეშებული ჩემი შვილი, რომელიც ერთ წერტილში იყურებოდა და უემოციოდ იჯდა. მან ჩვენი ყურადღების მიქცევა მხოლოდ ხელების ოდნავი მოძრაობით შეძლო.

საბურთალოდან დიღომში 15 წუთში ისე აღმოვჩნდით, გააზრებაც გაგვიჭირდა. ჩვენი სწრაფი მობილიზება ჩვენი მეზობლის დამსახურებაა, რომელიც სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. ის მაშინათვე მიხვდა, რომ ნევროლოგიურ დარღვევასთან გვქონდა საქმე.

იაშვილში ყველანი ჩემი შვილის გარშემო გაერთიანდნენ. გამოკვლევებმა ანევრიზმა გამორიცხა, თუმცა დადასტურდა იშვიათი დიაგნოზი ბავშვებში - სუბარაქნოიდულიჰემორაგია,  ანუ ინსულტის ერთ-ერთი ტიპი. სისხლჩაქცევა იმდენად მოცულობითი იყო, რომ ექიმები გაოცებას ვერ მალავდნენ. შიშმა შემიპყრო. მხოლოდ მოგვიანებით გავაანალიზე, რომ ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს ბავშვს, რომელიც სულ რაღაც 13 წლის არის.

ალექსანდრე იაშვილის კლინიკიდან კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ბავშვს სასიცოცხლო მონაცემები არ ჰქონდა. ექიმების სიტყვებით, გამოჯანმრთელების შანსი დიდი ნამდვილად არ იყო, თუმცა ჩემს ბიჭს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდა. იმის მიუხედავად, რომ სისხლჩაქცევამ ტოქსიკური მენინგიტიც გამოიწვია და ვითარება კიდევ უფრო გართულდა, ალექსანდრემ ამ გამოწვევას გაუძლო: ზუსტად 1 თვეში, ორგანიზმის გაძლიერების შემდეგ, მას ინსულტის მკურნალობის პროცედურა ჩაუტარდა და, საბედნიეროდ, დღეს ჩემი შვილის ცხოვრებაში ეს ინციდენტი მხოლოდ წარსულად დარჩა.“  

другие блогпосты

არტერიული ჰიპერტენზიის  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
Посмотреть
არტერიული ჰიპერტენზიის და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 Июль 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
Посмотреть
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 Апрель 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული  ოპერაცია  ჩატარდა
Посмотреть
კავკასიის მედიცინის ცენტრში პირველი სტერეოტაქსიული ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა
14 Март 2023
კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტში პირველი სტერეოტაქსიული ბიოფსია შესრულდა.