OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

ხელოვნური ინტელექტი კავკასიის მედიცინის ცენტრში

26 ნოემბერი 2020
ხელოვნური ინტელექტი კავკასიის მედიცინის ცენტრში
ინოვაციური სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრის რადიოლოგიურ სამსახურში. დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარებისას, ამიერიდან, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იქნება შესაძლებელი. უახლესი ალგორითმი რუტინული კვლევების დიდი მოცულობის შედეგებს გააანალიზებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს.სერვისი ნოემბრიდან ამოქმედა და კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად, ქსელის 18-ვე სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგება. დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებისას პაციენტებს, მათ შორის COVID 19-ით ინფიცირებულ პირებს კონკრეტული ალგორითმებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

ევექსი ჰოსპიტლების IT მიმართულების ხელმძღვანელის, ლევან დანელიას შეფასებით, ხელოვნური ინტელექტი ახალი სიტყვაა ტექნოლოგიურ მედიცინაში და რადიოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის.

„ხელოვნურ ინტელექტს უამრავი შესაძლებლობა გააჩნია და ძალიან მრავალპროფილურია. ჩვენს ქსელში, პირველ ეტაპზე, დაინერგება ხელოვნური ინტელექტის 2 ალგორითმი ინტრაკრანიალური ჰემორაგიისა (სისხლჩაქცევა თავის ტვინში) და პნევმოთორაქსის (ჰაერის დაგროვება პლევრის ღრუში) მიმართულებებით. დეკემბრის თვიდან ამოქმედდება COVID 19-ის ალგორითმი, რომელიც ვირუსით დაინფიცირებულ პირებში, ფილტვების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და არ მოითხოვს ჩართულობას პაციენტის მხრიდან. ასევე დაინერგება ალგორითმი (Bone Health), რომელიც ძვალში კალციუმის დონის განსაზღვრას და საჭირო მიმართულებების მიცემას ითვალისწინებს. ჩვენ ამ მხრივ მუშაობას და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ლევან დანელიამ.

ქსელში დაგეგმილი ალგორითმების აბსოლუტური უმრავლესობა დამტკიცებულია აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ასოციაციის (FDA) მიერ. ხელოვნური ინტელექტის სერვისი კი წარმატებით ფუნქციონირებს სამედიცინო სერვისების მიმწოდებელ ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, აშშ, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები, შვედეთი და სხვა.