OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციები სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრების ჩართულობით

16 სექტემბერი 2021
უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციები სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს წევრების ჩართულობით
პაპილომა ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრში უფასო კონსულტაციები ჩატარდა. რთული კლინიკური შემთხვევების განხილვაში ევექსი ჰოსპიტლების ექიმ-ონკოლოგების სამედიცინო ექსპერტთა საბჭო ჩაერთო, სადაც ქართველ ექიმებთან ერთად, უცხოეთში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. საბჭოს წევრებმა, მათ შორის დანიასა და ჰოლანდიაში მოღვაწე ზაზა უჯმაჯურიძემ და ალექსი ბაიდოშვილმა განსაკუთრებული სამედიცინო შემთხვევები კონსილიუმის ფორმატში განიხილეს და მკურნალობის გზები დასახეს.

უფასო გინეკოლოგიური კონსულტაციები ევექსი ჰოსპიტლების ონკოლოგია-ჰემატოლოგიის სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა, რაც იმერეთის რეგიონში საშვილოსნოს ყელის გეგმიური სკრინინგის მხარდაჭერას ემსახურებოდა.