OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

პროფესორ კრისტინა კილისა და ქართველი ონკოლოგების უფასო კონსულტაციები კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოპაციენტებისთვის

19 აგვისტო 2021
პროფესორ კრისტინა კილისა და ქართველი ონკოლოგების უფასო კონსულტაციები კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოპაციენტებისთვის
კავკასიის მედიცინის ცენტრში ონკოლოგიური პაციენტებისთვის ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება. 26-27 აგვისტოს პაციენტებს მიიღებენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ასოცირებული პროფესორი და რადიაციული ონკოლოგი კრისტინა კილი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ივანე კილაძე და კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიური ცენტრის რადიაციული ონკოლოგი, ეთერ ნათელაური. ეს არის შესაძლებლობა პაციენტებისთვის, მსოფლიოში აღიარებული დონის რადიო-ონკოლოგების კონსულტაცია თბილისში მიიღონ.

კონსულტაციები 26-27 აგვისტოს, კავკასიის მედიცინის ცენტრში (პ. ქავთარაძის 23) გაიმართება. კონსულტაციებში ონკოლოგიის ცენტრის ექიმების გუნდი სრული შემადგენლობით იქნება ჩართული. ვიზიტის დასაჯავშნად მოქმედებს ნომერი 032 2 600 600.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კრისტინა კილი ონკოლოგიის ცენტრის ექიმებისთვის მასტერკლასსაც ჩაატარებს. გამართავს ასევე ინფორმაციულ შეხვედრას თანამედროვე რადიაციული თერაპიის როლზე ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. კილი ისაუბრებს ევექსის ჰოსპიტალური ქსელის შესაძლებლობებზეც რადიაციული თერაპიის მიმართულებებით.

სწორედ კრისტინა კილის სახელი მიენიჭა ონკოლოგიის ცენტრს ქუთაისში, რომლის დაარსების დღიდანაც სერვისების განვითარებაში პროფესორი აქტიურად არის ჩართული. კრისტინა კილს აშშ-ში რადიაციულ ონკოლოგად მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ის აშშ-ის რადიაციული ონკოლოგიის ექსპერტთა საბჭოს, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) საბჭოსა და ამერიკის ნაციონალური სიმსივნის ქსელის (NCCN) კომიტეტის წევრია და გახლავთ კონსულტანტი რადიაციული ონკოლოგიის მიმართულებით. პროფესორი მრავალი სამეცნიერო კვლევისა და ნაშრომის ავტორია. ის აქტიურად თანამშრომლობს მისივე სახელობის ონკოლოგიის ცენტრთან ქუთაისში, სადაც ყოველი პაციენტის მკურნალობის პროცესშია ჩართული და პერიოდულად ადგილზე სამუშაო ვიზიტებს მართავს.

სხვა სიახლეები

სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი კავკასიის მედიცინის ცენტრში
.
გაიგეთ მეტი
სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი კავკასიის მედიცინის ცენტრში
29 სექტემბერი 2021
„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ თანამედროვე აპარატურითა და უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი განახლებული სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი გაიხსნა.
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
.
გაიგეთ მეტი
კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას სთავაზობს
16 სექტემბერი 2021
კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც ექიმებისა და ექთნების ახალი და მძლავრი გუნდით არის დაკომპლექტებული. ონკოლოგიურ პაციენტებს ჰოსპიტალში მულტიდისციპლინური გუნდი ემსახურება.
ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში
.
გაიგეთ მეტი
ონკოლოგების უფასო კონსულტაციები ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში
16 სექტემბერი 2021
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო ონკოლოგიური კონსულტაციები ჩატარდა. პაციენტები კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის რადიაციულმა ონკოლოგებმა, აკაკი ჩიხლაძემ და ეთერ ნათელაურმა მიიღეს.