CNN-ი საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა
საქართველო ტელეკომპანია CNN -ის ობიექტივში.
ამერიკელმა ჟურნალისტებმა რეპორტაჟი საქართველოს სამედიცინო ტურიზმზე მოამზადეს, რომელიც ქვეყნის ახალი ეკონომიკური მიმართულებაა.
დეკემბერში სატელევიზიო ეთერი, რომელსაც ჩვენი პლანეტის მილიონობით ადამიანი უყურებს (The new world of medical tourism) საქართველოს ჯანდაცვას დაეთმობა.
CNN-ი ევექსი ჰოსპიტლების მიერ თბილისში გახსნილი სამედიცინო ტურიზმის ჰაბით - კავკასიის მედიცინის ცენტრით დაინტერესდა, რომელიც სამედიცინო სერვისს უცხოელ პაციენტებს ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრებისგან განსხვავებით ბევრად უფრო შეღავათიან ფასად სთავაზობს.
CNN-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში დეტალურადაა წარმოჩენილი კავკასიის მედიცინის ცენტრის მძლავრი კლინიკური შესაძლებლობები, ჰოსპიტლის ექიმების გუნდი და საერთაშორისო ჯანდაცვის მაღალი სტანდარტი.
10 წუთიანი რეპორტაჟში საუბარია საქართველოზე, როგორც ცნობილ მრავალსაუკუნოვან ქვეყანაზე, თავისი მრავალფეროვანი კულტურულ-მემკვიდრეობითი ღირსშესანიშნაობებით და ახლა უკვე სამედიცინო ტურიზმის დიდი პოტენციალით,
საქართველოს შესახებ მომზადებული მოკლე რეპორტაჟი CNN -ზე 9 დეკემბერს გავიდა, ხოლო 10 წუთიანი, სრული ვერსია 14 დეკემბერს