OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

GIMPHA 2019

01 სექტემბერი 2019
GIMPHA 2019
ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციისა (GIMPHA) და ევექსის რიგით მეექვსე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თბილისში გაიმართება

18-19 მაისს, თბილისში, რედისონ ბლუ ივერიაში (Radisson Blu Iveria), რიგით მეექვსე საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდება, რომელსაც ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია და ევექსი გამართავენ.

კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოს უახლეს სამედიცინო მიღწევების განხილვას, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას. კონფერენციას დაესწრებიან გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების სამეფოს, ავსტრიის, უკრაინის, საფრანგეთის, რუსეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სომხეთის უცხოელი და უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები.

2 დღიანი კონფერენცია თემატური სესიებით იქნება დაყოფილი, სადაც დელეგატები ევროპის წამყვანი კლინიკებიდან ისაუბრებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კუჭის და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები, ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, თანამედროვე დიაგნოსტიკა პათოლოგიაში, ტრავმატოლოგია, კარდიოლოგია და კარდიოვასკულარული ქირურგია. ერთ-ერთი სესია სამედიცინოს სტუდენტებს დაეთმობა, სადაც განხილული იქნება სამედიცინო კარიერაში არსებული პერსპექტივები და შესაძლებლობები.

საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით მიმდინარეობს, ერთ-ერთი მათგანი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი პათოლოგანატომი ალექსი ბაიდოშვილია, რომელიც უკვე მეექვსე წელია ხელმძღვანელობს აღნიშნულ კონფერენციას.
მეტი ფოტო