OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

„ჩვენ ვიბრძვით ერთად, მთელი გულით“ – მადლობა ჩვენი დროის გმირებს!

24 სექტემბერი 2020
„ჩვენ ვიბრძვით ერთად, მთელი გულით“ – მადლობა ჩვენი დროის გმირებს!
„ჩვენ ვიბრძვით ერთად, მთელი გულით“ კამპანიის ვიდეოგზავნილი შთაგონებულია წინა ხაზზე მებრძოლი მთელი საქართველოს სამედიცინო პერსონალის თავდადებით!

„ევექსი ჰოსპიტლების“ კომუნიკაციების გუნდს სურდა, საქართველოს სამედიცინო პერსონალისთვის, რომელთა საგმირო საქმეებიც, უფრო ხშირად, უხილავია – მადლიერება რაიმე ისეთი ღირებულის შექმნით გამოეხატა, რაც მათ განსაკუთრებულად გაამხნევებდა.

უძილო ღამეები, თავდადება, გულშემატკივრობა, პაციენტებზე ზრუნვა, გამარჯვება – ეს არის ის, რამაც ჩვენი სამედიცინო საზოგადოება და უფრო მეტიც, მთელი ქვეყანა გააერთიანა! დღეს, ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ!

„ჩვენს ქვეყანაში, ამ რთული პერიოდის დადგომასთან ერთად, პირველივე დღიდან, დავიწყეთ ფიქრი, თუ რა სარგებელი შეიძლებოდა ჩვენ, არამედიკოსებს მოგვეტანა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ბრძოლაში წინა ხაზზე დგას. “

სააგენტო JWT Metro-ს მიერ შესრულებულ კამპანიაში, სპეციალურად ამ ნამუშევრისთვის, ექიმების ფიციც დაიწერა და მას ისინი ახმოვანებენ, ვინც ამ უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ფრონტის ხაზზე დგანან:
ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულო ქვემოთ დადებული ფიცი:

მქონდეს მხოლოდ ერთი მიზანი გაღვიძებისას – ვიბრძოლო ბოლომდე.
დავივიწყო ისეთი ცნებები, როგორიცაა: დაღლა, შიში, ეჭვი – რადგანაც დღეს, ამის დრო და ადგილი არ არის.
ვიყო იქ, სადაც საჭიროა. როცა საჭიროა. რამდენი ხანიც საჭიროა.
ზედმიწევნით დავიცვა და სხვასაც შთავაგონო დაიცვას ყველი წესი, რომელთა დაცვის გარეშეც წარმოუდგენელია გამარჯვება.
გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია და თუ არ შემიძლია, გავაკეთო ისე, რომ შემეძლოს!
ცოტა ხნით დავივიწყო სიტყვა „არა“, რადგან არასდროს ყოფილა „კი“ ასეთი მნიშვნელოვანი.
და არასდროს ყოფილა მიზანი ასეთი საერთო, რამეთუ გაქრა ზღვარი რანგებს, წარმომავლობებს და ეროვნებებს შორის,
და ახალი მნიშვნელობა შეიძინეს „თავდადებამ“, „სოლიდარობამ”, „ერთიანობამ”,
მაგრამ ახლა არცერთი სიტყვა არ არის ისე მნიშვნელოვანი, როგორც ბრძოლა
როდესაც დღეს ყველას საერთო მოწინააღმდეგე გვყავს –
მე მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რომ ჩემმა ქვეყანამ ეს ბრძოლა აუცილებლად მოიგოს.

ტექსტს ახმოვანებენ:
სულხან ორჟონია – ექიმი, რეანიმატოლოგი – სამეგრელოს რეგიონი
მანანა თვალიაშვილი – გადაუდებელი მედიცინის ექიმი – კახეთის რეგიონი
ნათია ხილაძე – გადაუდებელი მედიცინის ექთანი – აჭარის რეგიონი
ნანა მაისურაძე – გადაუდებელი მედიცინის ექიმი – სამცხე-ჯავახეთს რეგიონი
ოთარ ქერელაშვილი – ექთანი – თბილისი
ზურაბ წულაია – გადაუდებელი მედიცინის ექიმი – იმერეთის რეგიონი
მარინა ბერიძე – ეპიდემიოლოგი – შიდა ქართლის რეგიონი
კახაბერ ქაშიბაძე – ექიმი, ტრანსპლანტოლოგი – აჭარის რეგიონი
ქეთევან ტვილდიანი – ექთანი – თბილისი
შორენა მარუქაშვილი – გადაუდებელი მედიცინის ექთანი – კახეთის რეგიონი
მარიამ ტაბეშაძე – პალატის ექთანი – იმერეთის რეგიონი
გურანდა თევზაძე – მიმღებ-დიაგნოსტიკური სამსახურის ექიმი – სამეგრელოს რეგიონი
ივერ ცინარიძე – ზოგადი ქირურგი – აჭარის რეგიონი
ოთარ დიხამინჯია – გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ტოქსიკოლოგი – თბილისი
ბაქარ კუჭავა – მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი -თბილისი
ფატი ბეჟანიძე – მიმღების ექიმი – აჭარის რეგიონი
მიხეილ ჯერიაშვილი – კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექიმი – თბილისი
ივანე ჩხაიძე – ექიმი, პედიატრი – თბილისი
ნინო სირაძე – ექიმი, პედიატრი – თბილისი
ჯონი სამხარაძე – ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი – თბილისი
სალომე ხუროშვილი – ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექთანი – თბილისი
ლია აბულაძე – ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი – თბილისი