12 August 2025
მინიმალურად ინვაზიური უროლოგიური ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში
— ინოვაცია, სიზუსტე და გამოცდილება ერთ სივრცეში! —
კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური განყოფილება გთავაზობთ თანამედროვე, ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობას შარდკენჭოვანი დაავადებების სრული სპექტრის დროს. ოპერაციები ტარდება უახლესი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მინიმალურ ტრავმას, მცირე ჰოსპიტალიზაციის პერიოდს და პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას.
ვმკურნალობთ ყველა ტიპის შარდკენჭოვან დაავადებას:
რას ვაკეთებთ?
🔹 ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობები — დეტალურად:
Quanta System Magneto 150W – ჰოლმიუმის ლაზერი
ეს არის თანამედროვე ევროპული წარმოების ჰოლმიუმის ლაზერი, რომელსაც შეუძლია ყველა ტიპის კენჭის დაშლა – დიდი, პატარა, მყარი ან რბილი.
🔹 Swiss LithoClast® Trilogy – სამმაგი ენერგიის ლითოტრიპტერი
ეს მოწყობილობა აერთიანებს ბალისტიკურ, ულტრაბგერით და ასპირაციულ ენერგიას, რაც საშუალებას აძლევს ქირურგს ერთდროულად დაშალოს კენჭი და ამოიღოს მისი ფრაგმენტები.
🔹 Single-use Digital Flexible Ureterorenoscope
ინოვაციური, ერთჯერადი გამოყენების ციფრული მოქნილი ურეთეროსკოპიგვეხმარება რთულად მისადგომ თირკმლის უბნებში, იდეალურია RIRS ოპერაციებისთვის.
➡ მაღალი გარჩევადობის ციფრული გამოსახულება
➡ ინფექციის რისკების მინიმიზაცია
➡ მაქსიმალური სიზუსტე ქირურგისთვის
🔹 Olympus VISERA ELITE III 4K 3D სისტემა
ეს არის უახლესი ვიდეოენდოსკოპიური პლატფორმა – მაღალი გარჩევადობითდა მოცულობითი ხედვით
🔹 BK Active – ულტრათანამედროვე უროლოგიური ექოსკოპიური სისტემა
ეს აპარატი შექმნილია სპეციალურად უროლოგიური ჩარევებისთვის და გამოსახულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.