OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
News

News

ღამის ამბულატორიის სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში

05 July 2022
ღამის ამბულატორიის სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში
კავკასიის მედიცინის ცენტრში ამოქმედდა ღამის ამბულატორიის სერვისი, რომელიც ემსახურება სადიაგნოსტიკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პაციენტების კომფორტს და მათზე ზრუნვას.

ღამის ამბულატორია სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბის ნაწილია და აერთიანებს ყველა იმ მომსახურებას, რომელსაც ჰაბი პაციენტებს სთავაზობს. 24 საათის განმავლობაში, ხელმისაწვდომია შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები: ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, რენტგენი და სხვა. ასევე, პოლიპროფილურია სამედიცინო გუნდი და ის 15-მდე მიმართულების სპეციალისტებს აერთიანებს. მათ შორის არიან: ნევროლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები, ჰემატოლოგები, თერაპავტები, რადიოლოგები, ოფთალმოლოგები და სხვა.

ღამის ამბულატორიული სერვისის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მისი ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში შაბათ-კვირის ჩათვლით, დიაგნოსტიკური მომსახურების კომფორტულ გარემოში მიღება (რიგის გარეშე) და ფაქტობრივად - ინდივიდუალური მომსახურება. სერვისის ხელმისაწვდომობას მნიშვნელობას მატებს გადატვირთული ტურისტული სეზონი, როდესაც ხშირდება ტრავმული ინციდენტები, ხოლო მომსახურების მიღება დღის ნებისმიერ დროს ხდება შესაძლებელი.

მიმართულებას ჰოსპიტალში ხელმძღვანელობს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის უფროსი, პროფესორი მარიკა თოიძე.

Other latest news

კავკასიის მედიცინის ცენტრში პედიატრიული მიმართულებით დღის სტაციონარის სერვისი ამოქმედდა
.
Explore Now
კავკასიის მედიცინის ცენტრში პედიატრიული მიმართულებით დღის სტაციონარის სერვისი ამოქმედდა
13 July 2022
ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი
.
Explore Now
ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი
28 April 2022
კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალოდ უსაფრთხო, მაღალეფექტურსა და უმტკივნეულო მეთოდს - რადიოტალღოვან აბლაციას სთავაზობს.
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალი (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო წარმატების შესახებ
.
Explore Now
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალი (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო წარმატების შესახებ
15 April 2022
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალში (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო მოღვაწეობის, მათი პრაქტიკული საქმიანობისა და წარმატების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.