კავკასიის მედიცინის ცენტრში ხელმისაწვდომია მაღალხარისხიანი ამბულატორიული თუ სტაციონარული უროლოგიური სერვისების სრული სპექტრი, ულტრათანამედროვე აპარატურა და ინფრასტრუქტურა.
დეპარტამენტში ხორციელდება ყველა ასაკის ქალსა და მამაკაცში საშარდე სისტემის პრობლემების, ასევე მამაკაცის სასქესო და გამრავლების ორგანოების პრობლემების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
• საშარდე გზების ინფექციები
• პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება
• პროსტატის სიმსივნე
• შარდის ბუშტის სიმსივნე
• თირკმლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
• თირკმელზედა ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
• სათესლე ჯირკვლის სიმსივნე
• რეტროპერიტონული სივრცის სიმსივნეები
• სასქესო ასოს სიმსივნე
• შარდ-კენჭოვანი დაავადება
• შარდის შეუკავებლობა
• ერექციული დისფუნქცია
• ვარიკოცელე
• სასქესო ასოს დეფორმაციები
• საშარდე მილის სტრიქტურა (შევიწროება)
დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც გეგმურ, ასევე გადაუდებელ მომსახურებას.
პრიორიტეტულია მინიმალურ-ინვაზიური ქირურგიული ჩარევები, რაც პაციენტს აძლევს საავადმყოფოში დაყოვნების დროის შემცირების და სწრაფი რეაბილიტაციის საშუალებას. დეპარტამენტის ბაზაზე ტარდება ყველა სირთულის ლაპაროსკოპიული ოპერაცია ონკოლოგიური და არაონკოლოგიური უროლოგიური დაავადებების გამო; ბევრი მათგანი პირველად საქართველოში და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში სწორედ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარდა.