OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

Услуги

ანესთეზიოლოგიის სამსახური

კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი ანესთეზიოლოგიური სამსახური, 24/7 სრული სერვისი, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური, გამოცდილი გუნდით, რომელსაც სათავეში უდგას ცნობილი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ცოტნე სამადაშვილი.
ანესთეზიოლოგიის სამსახური
Заполнить Заявку
Заполните Форму Заявки

კავკასიის მედიცინის ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი ანესთეზიოლოგიური სამსახური, 24/7 სრული სერვისი, დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური, გამოცდილი გუნდით, რომელსაც სათავეში უდგას ცნობილი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ცოტნე სამადაშვილი. ქირურგიული ჩარევის წინ პაციენტი გადის ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო კონსულტაციას, სადაც ხდება ყველა რისკის ინდივიდუალური შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ზომების მიღება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ოპერაციის საუკეთესო გამოსავლებს. საოპერაციო ბლოკში განთვსებულია ანესთეზიის შემდგომი მართვის სივრცე ( Post Anesthesia Care Unit --PACU), რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული და მზრუნველი პერსონალით, რომელთაც აქვთ სათანადო გამოცდილება, რომ გაუმკლავდნენ ყველა შესაძლო გართულებას. PACU წარმოადგენს პერიოპერაციული მართვის მნიშვნელოვან რგოლს.

                                   

  • ყველა ქირურგიული ჩარევის ზოგადი ანესთეზიის უზრუნველყოფა
  • რეგიონალური ანესთეზიის მეთოდების ფლობა, ზედა, ქვედა კიდურებზე ოპერაციების დროს ზოგადი ანესთეზიის გარეშე და მხოლოდ კომფორტული სედაციით
  • მაღალტექნოლოგიური მონიტორინგის შესაძლებლობა
  • ყველა შესაძლო გართულების მენეჯმენტისთვის საჭირო პერსონალი და აპარატურა
  • მულტიმოდალური ანალგეზია, მორგებული პაციენტის უსაფრთხოებასა და კომფორტზე.


ამბულატორიული ანესთეზია:

  • ეზოფაგო-გასტრო-დუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, კუჭუს ბოტოქსის პროცედურა, ბრონქოსკოპია, ბიოფსია.
  • ანესთეზია რადიოლოგიური კვლევების დროს -  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ექსპერტ-ანესთეზიოლოგის კონსულტაცია

Мухран Тамазашвили

5:31

Георгий Ломджария

4:30