ვლადიმერ კვაჭანტირაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და რეზიდენტურა ოტორინოლარინგოლოგიის განხრით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო დახელოვნების აკადემიაში გაიარა. სწავლის დასრულების შემდეგ ის სხვადასხვა ჰოსპიტალში ლარინგოლოგისა და ქირურგ-ლარინგოლოგის პოზიციებზე მუშაობდა.
ვლადიმერ კვაჭანტირაძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ოტორინოლარინგოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის, ხოლო ახლა უკვე კავკასიის მედიცინის ცენტრში ქირურგი-ლარინგოლოგის პოზიციას იკავებს.