დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. თეიმურაზი გახლავთ ექიმი-პედიატრი და მედიცინის დოქტორი. ასევე, ის არის საქართველოს უნივერსიტეტისა და კენ ვოლკერის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
• 1998-2003 წლებში მუშაობდა ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მთავარ ექიმად;
• 2003-2016 წლებში ის გახლდათ გ.ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი დახმარებისა და მიმღების სამსახურის უფროსი, ხოლო შემდეგ , მან დაიკავა იგივე პოზიცია ი. ციციშვილის სახელობის ამბულატორიული და ფუნქციური დიაგნოსტიკის სამსახურში;
• 2009 წლიდან თეიმურაზ მიქელაძე არის იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური საბჭოს წევრი;
• 2016 წლიდან მას უკავია კავკასიის მედიცინის ცენტრის, პედიატრიული სამსახურის უფროსის პოზიცია;
• 2017 წლიდან, ის მთავრობის ადმინისტრაციის სოლიდარობის ფონდის კომისიის წევრია;
• 2021 წლიდან იგი გახლავთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექიმთა პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი.