OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Врачи

Врачи

ნინო თედორაძე

ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-ენდოკრინოლოგი
4.83 (3)
ნინო თედორაძე

ნინო თედორაძე კავკასიის მედიცინის ცენტრის პროფესიონალთა გუნდს 2020 წელს შემოუერთდა, 2021 წლის ნოემბრიდან კი ენდოკრინოლოგიურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. რეზიდენტურა გაიარა ამავე უნივერსიტეტში, ენდოკრინოლოგიის მიმართულებით და გახდა სერთიფიცირებული ექიმი ენდოკრინოლოგი.

ნინოს აქვს ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის სფეროში მუშაობის  მრავალწლიანი გამოცდილება. ის ჩართული არის ევექსის ჰოსპიტლების სარეზიდენტო პროგრამაში.

არის ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის (ESE), ESE-ის ახალგაზრდა ენდოკრინოლოგთა და მეცნიერთა ასოციაციის (EYES), ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციის (ETA), საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) წევრი. 

 

ის აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გაცვლით პროგრამებში. ის გახლავთ რამდენიმე ეროვნული გაიდლაინის (გრეივსის ჰიპერთირეოზის მართვის გაიდლაინი, გრეივსის ორბიტოპათიის მართვის გაიდლაინი, ამიოდარონ ასოცირებული თირეოიდული დისფუნქციის მართვის გაიდლაინი, D ვიტამინის დეფიციტის შეფასების, მკურნალობისა და მართვის გაიდლაინი) თანაავტორი.

 

Отзывы Пациентов
Оцените Врача
Обязательные поля помечены *
Выберите рейтинг звезд *
4.83 (3)
Имя *
Страна *
Ваш отзыв пройдет модерацию и будет показан на сайте после утверждения
_SERVICES I DO_