OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Врачи

Врачи

ნიკოლოზ ლომიძე

არითმოლოგიის სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
5 (2)
ნიკოლოზ ლომიძე

ნიკოლოზ ლომიძე კავკასიის მედიცინის ცენტრს 2022 წელს შემოუერთდა და იკავებს არითმოლოგიის სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას.      თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო             ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ  დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ა.ნ. ბაკულავის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში (მოსკოვი, რუსეთი). (1997-2002).


პრაქტიკული გამოცდილება:

1998-2017 მუშაობდა ა.ნ. ბაკულევის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის ტაქიარითმიის ქირურგიული მკურნალობის განყოფილებაში, როგორც არითმოლოგი უმცროსი და შემდგომუფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (მოსკოვი, რუსეთი). 2005 წელს დაიცვა დისერთაცია.

    2017-2020 წლის აგვისტომდე მუშაობდა ა.ვ. ვიშნევსკის ქირურგიის ინსტიტუტის არითმოლოგიის ცენტრში , როგორც არითმოლოგი გულ-სისხლძარღვთა ქირურგის თანამდებობაზე (მოსკოვი, რუსეთი).

    2020-2022 მუშაობდა ქალაქ მოსკოვის #71 საავადმყოფოს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის დეპარტამენტში, როგორც არითმიის განყოფილების ხელმძღვანელი.

არითმოლოგიური სპეციალისტების მოსამზადებელ სკოლა-სემინარებზე კითხულობდა ლექციებს, მოხსენებებს და ატარებდა მასტერკლასებსა და საჩვენებელ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვასა და სომხეთში. აგრეთვე მონაწილეობას იღებდა და გამოდიოდა მოხსენებებით და ლექციებით საერთაშორისო კონგრესებზე რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ისრაელში და სხვა ქვეყნებში. მის მიერ გამოქვეყნებულია: 27 სტატია, 60-ზე მეტი სამეცნიერო თეზისი რუსეთის და უცხოურ სამედიცინო ჟურნალებში.

     1998 წლიდან გაკეთებული აქვს დაახლოებით 4000 ოპერაცია, მათ შორის: არითმოგენური სუბსტრატის რადიოსიხშირული აბლაცია და კრიოაბლაცია, კარდიოსტიმულატორების, ICD, CRT-P და CRT-D მოწყობილობების იმპლანტაცია.

 

Отзывы Пациентов
Оцените Врача
Обязательные поля помечены *
Выберите рейтинг звезд *
5 (2)
Имя *
Страна *
Ваш отзыв пройдет модерацию и будет показан на сайте после утверждения
_SERVICES I DO_