დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. რეზიდენტურა გაიარა მოსკოვში, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გაიარა კელნის, ინზბრუკის და ბალტიმორის, ვილმერის თვალის ინსტიტუტებში.
მიხეილ ომიაძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 32 წლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან კავკასიის მედიცინის ცენტრის, ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ასევე არის ევროპის ოფთალმოლოგის ასოციაციის გამგეობის წევრი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე.
მისი მონაწილეობით ყოველწლიურად ტარდება 2 500-მდე ქირურგიული ჩარევა. დღესდღეობით, კი მის მიერ ჩატარებული ოპერაციების რიცხვი 20 000-ს აჭარბებს.