დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2008-2015 წლებში, რეზიდენტურა გაიარა ზოგადი ქირურგიის, ენდოსკოპიისა და პროქტოლოგიის მიმართულებებით. კარიერული განვითარების მიზნით, მან მონაწილეობა მიიღო შვეიცარიაში გამართულ ევროპის კოლორექტულ კონგრესსა და ჩეხეთში გამართულ ევროპის ქირურგიული კვლევების კონგრესში.
2014 წლიდან, ის მუშაობს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სს სამედიცინო კორპორაცია ევექსში, ელიზაბეტ ბლექველის კლინიკაში, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერასა და კლინიკა პინეოში.
ის არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებში, სადაც კითხულობს ლექციებს ქირურგიული მიმართულებით.